2021 - 2022

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


2021 - 2022

2021 წელი - ულტრათანამედროვე მულტიმედიაცენტრი მომავალი ჟურნალისტებისათვის

„ახალი მედიასტანდარტი ძველ ისტორიულ ღერძზე“ - ამ სლოგანით დაიწყო ფუნქციონირება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ახალმა ულტრათანამედროვე მულტიმედიაცენტრმა, რომელიც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებისათვის შეიქმნა.

 

2021 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი ევროპის ჩემპიონია ძალისმიერ ორჭიდში

ქართულ სპორტს ამ დღეებში კიდევ ერთი ჩემპიონი ქალი შეემატა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აღზრდილი და ახლა მისი სამართლის მაგისტრანტი - ბორენა ცერცვაძე.

 

2021 წელი - უნივერსიტეტმა წლის საუკეთესო პროფესორები და ლექტორები დააჯილდოვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, სტუდენტთა გამოკითხვისა და აკადემიური/სამეცნიერო პროდუქტიულობის შედეგების მიხედვით, დაასახელა 2020-2021 სასწავლო წლის საუკეთესო პროფესორები და ლექტორები.

 

2021 წელი - გიორგი შერაზადაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ძიუდოში

ბიზნესადმინისტრირების მიმართულების სტუდენტმა გიორგი შერაზადიშვილმა იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსი ადამ ცეჩოევი დაამარცხა და 81 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

 

2021 წელი - ვებინარი: შშმ პირების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოყენებული რესურსები

25 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ამერიკის შშმ პირთა დახმარებისა და მხარდაჭერის კომპანიის - IntellectAbility, თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა ვებინარი „შშმ პირების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოყენებული რესურსები“.

 

2021 წელი - გრუნის კიდევ ერთი წარმატება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო კონკურსში.

 

2021 წელი - გრუნის წვლილი შეაქვს კრიმინოლიგიის განვითარებაში

2021 წლის 10 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროში ხელშეკრულებას ხელი მოაწერა პროექტის ავტორმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

 

2021 წელი - გრუნის დოქტორანტები მეცნიერების კვირეულის გამარჯვებულებად დასახელდნენ

მეცნიერების კვირეულის გამარჯვებულებად დასახელდნენ გრუნის დოქტორანტები

I ადგილი: ანა გვარამაძე – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;

III ადგილი: სალომე ბესტაევა – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

2022 წელი - მემორანდუმი პარაგვაის უნივერსიტეტთან

უნივერსიტეტი კვლავ აფართოებს საერთაშორისო ინტეგრაციის მასშტაბებს. ამჯერად, პარტნიორული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა პარაგვაის სან სებასტიანის უნივერსიტეტთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივ კვლევებს, გაცვლით პროგრამებს, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას.

 

2022 წელი - სტუდენტური ტრენინგი ბაკურიანში

25-27 თებერვალს მედიცინი პროგრამის 10 სტუდენტმა, უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით, მონაწილეობა მიიღო არითმიის სკოლის მიერ ორგანიზებული სტუდენტური ტრენინგის მუშაობაში, რომელიც ბაკურიანში გაიმართა. ტრენინგზე სტუდენტებმა გაიღრმავეს ცოდნა და განივითარეს პრაქტიკული უნარები გულსისხლძარღვთა დაავადებების მართვის საკითხებზე. ტრენინგის ბოლოს ჩატარდა ინტერაქტიური თამაში-კონკურსი, რომელშიც გრუნის სტუდენტმა აბჰაი აჯაი ვიბჰუტემ გაიმარჯვა და გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.

 

2022 წელი - გრუნის მედიცინის პროგრამას შემოაქვს ახალი სასწავლო კურსი

გრუნის მედიცინის პროგრამას შემოაქვს ახალი სასწავლო კურსი „მედიცინა გენდერისა და სქესის თავისებურებებით“, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებისთვისაც ახლია. ამ დისციპლინას წაიყვანს გერმანელი პროფესორი ბეტინა პფლეიდერერი და გრუნის პროფესორი ხათუნა კალაძე. გთავაზობთ პროფესორ ბეტინა პფლეიდერერი ვიდეო მიმართვას, რომლითაც იგი ხსნის ამ კურსის მნიშვნელობას და შინაარსს.

 

2022 წელი - 8 მარტი მეეზოვე ქალბატონებისთვის

 

2022 წელი - ამერიკელი ასისტენტ - მასწავლებელი გრუნის სტუდენტებთან იმუშავებს

საგანმანათლებლო საქმიანობაში თანამედროვე, დასავლური ღირებულებების დამკვიდრება, მუდმივი წინსვლა და განვითარება არის ინსტრუმენტი ახალგაზრდების უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ამიტომ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თავისი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია მიიჩნია და სწავლა-სწავლების პროცესი განსაზღვრა ახლებური მიდგომებით, ახალი ფაქტორების გათვალისწინებითა და ინოვაციური კომპონენტების გააქტიურებით. შექმნა სრულიად ახალი საგანმანათლებლო კონცეფცია, რომლის ნაწილია საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში უნივერსიტეტის აქტიურად ჩართვა და ახალი პარტნიორული ურთიერთობები.

 

2022 წელი - საერთაშორისო ტრენინგი აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა აზერბაიჯანის განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო ვირტუალური ტრენინგების ციკლი „კვლევის მეთოდები”, რომელშიც ჩართულია სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მეცნიერ-ხელმძღვანელები და დოქტორანტები.

 

2022 წელი - ესტონეთის ელჩი საქართველოში გრუნის სტუმრობდა

ელჩმა დაათვალიერა უნივერსიტეტის სასწავლო გარემო და ლაბორატორიები - კრიმინალისტიკა და მულტიმედიაცენტრი, გაესაუბრა პროფესორ-მასწავლებლებს და მოისმინა ინფორმაცია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ. ნანახმა ელჩზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ელჩს მეგზურობას უწევდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე და რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე.

 

2022 წელი - დუბჩეკის უნივერსიტეტი - გრუნის ახალი პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აფართოებს საერთაშორისო თანამშრომლობის არეალს როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო მიმართულებით. მ/წ 2 მაისს უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სლოვაკეთის ალექსანდრე დუბჩეკის სახელობის უნივერსიტეტთან.

 

2022 წელი - პრაქტიკული ინგლისური მოსწავლეებისათვის

ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა მიიღო პროექტ „Teen Academy”-ის მონაწილეებისათვის და ის ერთ-ერთ პრიზად შესთავაზა პროექტის გამორჩეულ და აქტიურ მოსწავლეებს, რომლებსაც გააჩნიათ ენის ცოდნის შესაბამისი დონე.

 

2022 წელი - მესამე სესია აზერბაიჯანის უნივერსიტეტის მონაწილეობით

2022 წლის 14 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ვირტუალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მესამე ონლაინსესია გაიმართა.

 

2022 წელი - გრუნი - სიცოცხლის გადასარჩენად

2022 წლის 8 მაისს მსოფლიო გაერთიანდა ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად და მოეწყო საქველმოქმედო გარბენი - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი.

 

2022 წელი - პროფესორ გიორგი მირიანაშვილის სამეცნიერო ნაშრომების პრეზენტაცია

2022 წლის 20 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის დოქტორის, პროფესორ გიორგი მირიანაშვილის სამეცნიერო ნაშრომების - „ევროპის კავშირის სამართალი“, „ადამიანის უფლებათა დაცვის კოლიზიური ევროპული სტანდარტები ექსტრადიციის სფეროში“, „ევროპის კავშირის ცნობარი“, პრეზენტაცია.

 

2022 წელი - ლიზი ჩიმჩიური - საზოგადოებრივი მაუწყებლის სტაჟიორი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მე -2 კურსის სტუდენტი - ლიზი ჩიმჩიური, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გადაცემის - „მოამბის“, სტაჟიორი გახდა.

 

2022 წელი - ანა აბესაძის ვიზიტი ესპანეთში დასრულდა

2022 წლის 24-29 მაისს, ახალგაზრდულ ასოციაცია „დრონისთან“ თანაშრომლობის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე იმყოფებოდა სეგოვიაში, ესპანეთში, სემინარზე, რომელიც განიხილავდა ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ევროპულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.

 

2022 წელი - იუსტიციის სამინისტროს პროექტის განხილვა

კონცეფციის ავტორები და პროექტის მეცნიერ-მკვლევარები არიან, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები დავით გუგავა და მიხეილ ბაძაღუა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი; საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი თამარ ჩიკვილაძე.

 

2022 წელი - ელსას პროექტი გრუნის სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობა სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან სტუდენტს სწავლების პროცესშივე აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და გაეცნოს არჩეული სპეციალობის სპეციფიკას.

 

2022 წელი - ლატვიელი პროფესორის საჯარო ლექცია

2022 წლის 2 ივნისს ლატვიის უნივერსიტეტის ბიზნესის, მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორმა კრისტინე ბერზინამ გრუნის სტუდენტებისათვის ჩაატარა ონლაინლექცია თემაზე: „ინოვაციები, რომლებიც ავლენენ ცვლილებებს ტურისტების ქცევაში“.

 

2022 წელი - კატანიის უნივერსიტეტის პროფესორის ლექციები გრუნის სტუდენტებისთვის

2022 წლის 2 მაისს გრუნის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისათვის დაიწყო ლექციების კურსი „ინგლისური - სპეციფიკური მიზნებისათვის“, რომელსაც კატანიის უნივერსიტეტის პროფესორი პაულა კლარა ლეოტა უძღვება.

 

2022 წელი - აშშ-ის საელჩოს სამართლის ატაშე გრუნის ეწვია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ინტენსიურ თანამშრომლობას განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან. გაცვლით და მოხალისეობრივ პროექტებში ჩართვასთან ერთად, საელჩოს მაღალი რანგის წარმომადგენლები პერიოდულად სტუმრობენ უნივერსიტეტს და თავიანთ საქმიანობასა და გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს.

 

2022 წელი - ბათუმის წარმომადგენლობის ინგლისური ენის ლექტორთა პროფესიული განვითარება

ბრენდონ ჰარდინგიმა და ანა აბესაძემ რამდენიმე საჩვენებელი მეცადინეობა ჩაატარა ბათუმელ სტუდენტებთან, რომლის გარშემო გაიმართა დისკუსია.

 

2022 წელი - გრუნიმ ახალგაზრდების გაძლიერების კამპანია დაიწყო!

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა და მისმა პარტნიორმა - ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „დრონი“, ესპანეთში, სეგოვიაში, სემინარზე მიღებული გამოცდილების შემდეგ დაიწყეს „ახალგაზრდების გაძლიერების კამპანია“, რომლის პირველი ონლაინ შეხვედრა მოსწავლეებთან გაიმართა 2022 წლის 3, 10 ივნისს.

 

2022 წელი - ბრენდონ ჰარდინგი ბათუმელ სტუდენტებთან

10-18 ივნისს, გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებისთვის ინგლისურის ენის სწავლების ასისტენტ-მასწავლებელმა, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, ბრენდონ ჰარდინგმა, ინგლისური ენის ინტენსიური კურსი წაიყვანა. ბრენდონი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრში ჩამოვიდა ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

 

2022 წელი - უპრეცედენტო პროექტი გრუნიში

2022 წლის 15-17 ივნისს, პირველად საქართველოში, რამბამის (ისრაელი, ჰაიფა) სამედიცინო-სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი: „მასობრივი კატასტროფების მართვა პრეჰოსპიტალურ და პოსპიტალურ ეტაპზე“, რომელიც მიზნად ისახავდა საგანგებო სიტუაციების მართვაში ჩართული პერსონალისა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების უწყვეტ განვითარებასა და გაღრმავებას, თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სწავლებას.

 

2022 წელი - ბავშვის უფლებები და გარემო

2022 წლის 17 ივნისს უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მოსწავლეების შეხვედრა გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელებთან და საქართველოს სასამართლო და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

 

2022 წელი - სახელმწიფო ინსპექტორის საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის

2022 წლის 22 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ აზნაურაშვილმა.

 

2022 წელი - პოლონელი პროფესორების ვიზიტი გრუნიში

2022 წლის 20 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, პროგრამა Erasmus + -ის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ პოლონელი პროფესორები იან კოხონოვსკის უნივერსიტეტიდან.

 

2022 წელი - კრიმინოლოგია: აშშ & საქართველო

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მოწვევით, 2022 წლის 20-25 ივნისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ს კრიმინოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოში კრიმინოლოგიური მეცნიერების შემდგომ განვითარებას, რომელიც 15 წლის წინ დაიწყო ბატონი ესკრიჯის ჩამოსვლით საქართველოში. ეს ვიზიტი ინიცირებული იყო გრუნის მიერ, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წამოწყებით.

 

2022 წელი - უკრაინელი სტუდენტი სტაჟირებას გრუნიში გაივლის

2022 წლის მარტში, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციისა და პროგრამა FLEX-ის კურსდამთავრებულთა რეკომენდაციით, უნივერსიტეტმა პრაქტიკულ სწავლებაზე ოფიციალურად მოიწვია ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტი ანისია როკაჩოვა, რომელიც მარკეტინგის სპეციალობას ეუფლება.

 

2022 წელი - 25 საუკეთესო სტუდენტს შეორის

დიდი ხანია, რაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა მედიცინის პროგრამის კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობის, პირველსავე მცდელობით, პოსტდიპლომური გამოცდების - FMGE MCI და NMC - წარმატებით ჩაბარება. წლევანდელი წელი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ერთ-ერთი კურსდამთავრებული რაჯნეშ ხურანა, ინდოეთის მასშტაბით, 25 საუკეთესო სტუდენტთა შორის დასახელდა.

 

2022 წელი - მენტორობის პროგრამა დასრულდა

ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია 2021 წლიდან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პარტნიორია. პირველი პროექტი, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, მენტორობის პროგრამაა.

 

2022 წელი - როზმარინა დუბოვსკა - გრუნის საპატიო დოქტორი

როზმარინა დუბოვსკას ძალისხმევით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ტრენჩინის ალექსანდრე დუბჩეკის უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა. მისი უშუალო მონაწილეობით რამდენიმე დღის წინ გამოიცა უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ოჩიგავას უცხოენოვანი მონოგრაფია „ქალთა ტრეფიკინგი საერთაშორისო სამართალში“. ერთობლივი სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობა არაერთ საინტერესო პროექტსაც მოიცავს.

 

2022 წელი“გარბენიუკრაინისთვის”

 

2022 წელი - დასრულდა პრაქტიკული ინგლისურის ორთვიანი კურსი მოსწავლეებისთვის

ბერნდონ ჰარდინგი საქართველოში ამერიკის საელჩოს სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა, გრუნის სტუდენტებისთვის პრაქტიკული ინგლისურის ენის ცოდნის გასაძლიერებლად.

 

2022 წელი - დოქტორანტთა საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია

2022 წლის 15-16 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა დოქტორანტთა საერთაშორისო მულტიდისციპლინური სამეცნიერო ონლაინკონფერენცია.

 

2022 წელი - გრუნისა და ბსუს ერთობლივი კონფერენცია

2022 წლის 08-09 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია: ასოცირებული ტრიოს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი პროცესი.

 

2022 წელი - „თანამედროვე პრაქტიკული სტომატოლოგიის გამოწვევები“

2022 წლის 29 ივნისს გრუნის სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა ტრადიციულ, ყოველწლიურ კონფერენციაზე განსახილველ თემად „თანამედროვე პრაქტიკული სტომატოლოგიის გამოწვევები“ შეარჩიეს.

 

2022 წელი - პრაქტიკული ინგლისური სტუდენტებისთვის

2022 წლის 20 ივლისს გრუნიმ დაიწყო პრაქტიკული ინგლისურის ორთვიანი სასწავლო კურსი სტუდენტებისათვის, რომელსაც ამერიკელი მოხალისე პედაგოგი ბრენდონ ჰარდინგი გაუძღვება.

 

2022 წელი - გრუნის სტუდენტები AUF-ის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ

სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგებითა და სრული დაფინანსებით ფესტივალზე გაემგზავრა გრუნის ორი სტუდენტი: ოთო არაბიძე, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის მეორე აკადემიური წლის სტუდენტი და ნანა გელაზონია, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი.

 

2022 წელი - გრუნიმ მემორანდუმი გააფორმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან Libra-Alliance

2022 წლის 29 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან Libra-Alliance.

 

2022 წელი - გიორგი შერაზადაშვილმა კვლავ გვასახელა

მსოფლიო ჩემპიონმა ძიუდოში (81 კგ. წონითი კატეგორია) და გრუნის ბიზნესადმინისტრირების მიმართულების სტუდენტმა - გიორგი შერაზადაშვილმა, კვლავ გვასახელა.

 

2022 წელი - კარიერული განვითარების ტრეინინგი ბათუმში

2022 წლის 20-22 ივლისს, გრუნის ბათუმის კამპუსში დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის წარმატებით ჩატარდა 3 დღიანი კარერული გავითარების სასერთიფიკატო ტრეინინგი თემაზე: ბიზნეს კომუნიკაცია: როგორ გავხდეთ სტუდენტიდან დასაქმებულად.

 

2022 წელი - კლინიკის მენეჯერთა გადამზადების 5 წელი

სამედიცინო საზოგადოებრიობის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გრუნის მედიცინის სკოლის ბაზაზე მომზადებული და დღემდე მოქმედი სასწავლო პროგრამა სტაციონარული დაწესებულებების მუშაობის ადმინისტრირება, რომელსაც 5 წელია წარმატებით უძღვება პროფესორი ოთარ გერზმავა. პროგრამა დამტკიცებულია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ ჯერ კიდევ 2017 წელს (2021 წელს პროგრამამ ხელმეორედ წარმატებით მიიღო ფუნქციონირების უფლება).

 

2022 წელი - სწავლება სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტების პროფესიული დაოსტატების მიზნით 2022 წლის 18-19 ივლისს ჩაატარა პრაქტიკული სწავლება: „პირის ღრუს საიზოლაციო სისტემები თანამედროვე სტომატოლოგიაში“ (კოფერდამის სისტემები, OptraDam).

 

2022 წელი - გრუნის სტუდენტი საერთაშორისო სემინარზე

2022 წლის 28 ივლისს, ახალგაზრდულ ასოციაცია „დრონისთან“ პარტნიორობის ფარგლებში, გრუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სალომე ლომიძე იმყოფებოდა გერმანიაში, საერთაშორისო სემინარზე, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხების განხილვას მიეძღვნა. ერთკვირიანი საერთაშორისო ტრენინგი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ევროკავშირის მიერ იყო სრულად დაფინანსებული.

 

2022 წელი - ტეხასის უნივერსიტეტი - გრუნის ახალი პარტნიორი

2022 წლის 31 აგვისტოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისა და აკადემიური განათლების სრულყოფისა და განვითარების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა Texas A&M-ის უნივერსიტეტთან.

 

2022 წელი - ბრენდონ ჰარდინგმა გრუნიში საქმიანობა დაასრულა

2022 წლის 5 სექტემბერს დასრულდა ამერიკელი მოხალისე მასწავლებლის ბრენდონ ჰარდინგის საქმიანობა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. ის ინგლისური ენის სწავლების ასისტენტპროგრამის (ETA) ფარგლებში იმყოფებოდა საქართველოში. პროგრამა აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას.

 

2022 წელი - საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი

2022 წლის 1-2 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უკვე მეთერთმეტედ უმასპინძლა საერთაშორისო მულტიდისციპლინურ ფორუმს, რომელსაც ყოველწლიურად ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტთან ერთად მართავს.

 

2022 წელი - გრუნის დელეგაციამ ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ლიეტუვის უმაღლესი განათლების სფეროს საქმიანობის გაცნობა და კრიმინალისტთა XVIII საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა.

 

2022 წელი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გრუნის პარტნიორი გახდა!

2022 წლის 10 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურთან. ინიციატივა გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლას ეკუთვნის.

 

2022 წელი - გრუნისა და ტეხასის ა&მ-ის უნივერსიტეტის პირველი საპილოტე პროგრამა

პროგრამა, რომელსაც ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრი უწევს ადმინისტრირებას, შესაძლებლობას აძლევს ინგლისური ენის სპეციალისტებს განაახლონ თავიანთი ცოდნა სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის მიმართულებით და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ დაეხმარება, ასწავლონ ინგლისური ენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურად.

 

2022 წელი - კლაიპედას უნივერსიტეტი - გრუნის პარტნიორი

მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ: გრუნის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე, ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამირან მესხიშვილი, ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში, გულო თურმანიძე და სტუდენტთა შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელი, როინ დვალი.

 

2022 წელი - გრუნიში გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე აღინიშნა

28 ოქტომბერს გრუნიში საზეიმოდ აღინიშნა გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე. ტრადიციისამებრ, სტუდენტებმა დილით ყვავილებით შეამკეს დიდი მწერლისა და მოაზროვნის ბიუსტი, შემდეგ კი ეწვივნენ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს და ანდერძის თანახმად, პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

 

2022 წელი - დასაქმების მასშტაბური ფორუმი გრუნიში

24-26 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმში მონაწილეობდა 32 ქართული და საერთაშორისო კომპანია, როგორც მომსახურების, ისე წარმოებისა და ტექნოლოგიების სფეროებიდან.

 

2022 წელი - ამერიკის გაცვლითი პროგრამების ასოციაციამ წლის შედეგები შეაჯამა

ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციამ ყოველწლიურ ღონისძიებაზე საზოგადოებას თავისი საქმიანობისა და მენტორობის პროგრამის მეორე ეტაპის შედეგები წარუდგინა.

 

2022 წელი - ახალი გამოცემა - „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბიგვავა - ბატიაშვილის იურიდიული ფირმასა და იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად დააარსა მულტიდისციპლინური პერიოდული გამოცემა „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“.

 

2022 წელი - ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი გრუნის პარტნიორია

საერთაშორისო საქმიანობის გააქტიურებითა და სწავლა-სწავლების პროცესში ახალი პარტნიორების ჩართვით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შემდგომი წლების განმავლობაში.

 

2022 წელი - აზერბაიჯანის განათლების მენეჯერთა ასოციაცია - გრუნის პარტნიორი

2022 წლის 22 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს აზერბაიჯანის განათლების საერთაშორისო მენეჯერთა ასოციაციასთან.

 

2022 წელი - საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის საკითხებს მიეძღვნა

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, არასამთავრობო, აკადემიური სექტორის წარმომადგენლებისა და დარგის სპეციალისტების გარდა, 20 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა. მათ შორის, გაეროს კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების (UNCTAD) ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა და სხვა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.

 

2022 წელი - გრუნიმ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი მოიპოვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროექტმა - „უცხოური პირდაპირი ინვესტიციების გავლენა ტურიზმის სექტორზე (საქართველოს მაგალითზე)", შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო - საგამომცემლო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა.

 

2022 წელი - „მედიატორი, ეს მომავლის პროფესიაა“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანი მედიაციის, როგორც დარგის, პრაქტიკულად შესწავლა და პოპულარიზაციაა. მისი შექმნის ინიციატორები იმედოვნებენ, რომ ცენტრი ქვეყანაში დავების მოგვარების ალტერნატიული კულტურის დანერგვასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

2022 წელი - მონოგრაფიის პრეზენტაცია „პატარა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის დილემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“

2022 წლის 26 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ხათუნა მურადიშვილისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის პროფესორის გიორგი ბაღათურიას მონოგრაფიის - „პატარა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის დილემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“, პრეზენტაცია. ნაშრომი მომზადდა გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში და გამოიცა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

 

2022 წელი - იურიდიული დახმარების სამსახური - გრუნის პარტნიორი

2022 წლის 28 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

2022 წელი - ლოტი ბეიქერის ვიზიტი გრუნიში

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს უნივერსიტეტმა ინგლისური ენის პროგრამების რეგიონალურ დირექტორს ლოტი ბეიქერს უმასპინძლა, რომელიც სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. სტუმარს ახლდა საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი, ლიკა გუმბერიძე.

 

2022 წელი - World Economic Forum- მა და გრუნიმ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

პირველად ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და საკმაოდ იშვიათად გლობალურადაც, World Economic Forum-მა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 

2022 წელი - გრუნის მედიაციის ცენტრის პირველი პროექტი

პირველი პროექტი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრი განახორციელებს, თბილისის მერიის „ჩემი ადვოკატის“ ბენეფიციარების უსასყიდლოდ მომსახურებას გულისხმობს.

 

2022 წელი - „რაკურსის“ გამარჯვებული გრუნის სტუდენტი გახდა

2022 წლის 12 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა კონკურსის „რაკურსი“ (თბილისური ამბები) საზეიმო დახურვის ცერემონია.

 

2022 წელი - მედიაგანათლების საერთაშორისო პროგრამის მესვეურებმა საქმიანობის შედეგები შეაჯამეს

2022 წლის 9 დეკემბერს მედიაგანათლების პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაცია WorldChicago-მ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად MEP-ის მონაწილეებისათვის საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას ამერიკის ელჩის მოადგილე, რაიან ჰარისი, ესწრებოდა.

 

2022 წელი - „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ - ახალი სამეცნიერო გამოცემა

„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ – ასე ეწოდება ახალ მულტიდისციპლინურ პერიოდულ გამოცემას, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიგვავა - ბატიაშვილის იურიდიული ფირმისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით დაარსდა. ჟურნალის პირველი ნომერი უკვე გამოიცა, მისი პრეზენტაცია რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც სამედიცინო და იურიდიული წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

2022 წელი - გრუნი იმედის ეთერში

იმედის ეთერით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა უნიკალური მოვლენა -  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს და საერთაშორისო კომპანია Libra-Alliance-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გრუნი ხდება გაეროს აფილირებული ორგანიზაცია, ის მონაწილეობას მიიღებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში, ჩაერთვება  უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პროექტებში.

 

2022 წელი - პირველი წარმატებული მორიგება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრში პირველი მორიგება წარმატებით დასრულდა!

 

2022 წელი - პარტნიორი კომპანია სტუმრად გრუნიში

2022 წლის 27 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ლონდონში დაფუძნებული სტარტაპკომპანია „Pensight “-ის ზრდისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსს, თენგო მესხს, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

 

2022 წელი - დასაქმების ფორუმი გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში, ბიზნესის და მართვის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა დასაქმების ფორუმი.

ფორუმი ოფიციალურად გახსნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

 

2022 წელი - კონფერენცია ბათუმის წარმომადგენლობაში

2022 წლის 24-25 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა უნივერსიტეტის დაარსების 30- წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,საქართველოს მდგრადი განვითარების პერსპექტივები გლობალური გამოწვევების ფონზე. პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტები.“

 

2022 წელი - სოციალური მედიამარკეტინგის კურსი სტუდენტებისთვის

 

2022 წელი - ახალი უცხოენოვანი სამეცნიერო კრებული „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“