რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი შეუერთდა უკრაინელი ხალხისადმი გამოხატულ სოლიდარობის აქციას და სხვადასხვა ინიციატივასთან ერთად, გამოთქვა სურვილი მიეღო უკრაინელი სტუდენტები, რომლებიც სტაჟირებას გრუნიში გაივლიდნენ.
2022 წლის მარტში, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციისა და პროგრამა FLEX-ის კურსდამთავრებულთა რეკომენდაციით, უნივერსიტეტმა პრაქტიკულ სწავლებაზე ოფიციალურად მოიწვია ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტი ანისია როკაჩოვა, რომელიც მარკეტინგის სპეციალობას ეუფლება.
30 ივნისს უკრაინელი სტუდენტი პირველად ეწვია უნივერსიტეტს. ის საქართველოში აგვისტოს ბოლომდე დარჩება და პრაქტიკას თავისი სპეციალობით გრუნიში გაივლის.
ანისიას მასპინძლობდა რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე, უკრაინელმა სტუმარმა დაათვალიერა უნივერსიტეტის სასწავლო გარემო, ლაბორატორიები, შეხვდა და გაესაუბრა რექტორს მამუკა თავხელიძეს. ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანს მურთაზ კვირკვაიას, დეკანის მოადგილეს ქეთი მაისურაძეს.
უკრაინელი სტუდენტი იმუშავებს პროფესორ ნათია დაღელიშვილთან და პირველი სამუშაო შეხვედრა მასთან 1 ივლისს გაიმართება.
30 ივნისს ანისია უნივერსიტეტში პირველ ღონისძიებას, ინგლისურის პრაქტიკული კურსის საზეიმო დახურვის ცერემონიასაც დაესწრო, რომელიც მოსწავლეებს უნივერსიტეტმა შესთავაზა და რომელსაც უძღვებოდა ამერიკელი მოხალისე პედაგოგი- ბრენდონ ჰარდინგი.
უნივერსიტეტი წარმატებას და მშვიდობას უსურვებს ანისია როკაჩოვასა და მის ქვეყანას.