მიმდინარე წლის ნოემბერში მედიაციის ცენტრის საქმიანობაში ჩართულმა სტუდენტებმა პროფესიული პრაქტიკა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში გაიარეს.
ყოველწლიური სტაჟირება სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად მონაწილეობა მიიღონ მომავალი მედიატორის გამოცდის პროცესშიც.
სტაჟირების წლევანდელ პროგრამაში მონაწილეობდა სამართლის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის შვიდი სტუდენტი: თეონა დვალიშვილი, ფეოდორა ქავთარაძე, ანი ეგნატაშვილი, გვანცა ჩხიტუნიძე, ანანო ბარბაქაძე, მარიამ ლაცაბიძე, ანი ყორღანაშვილი.
პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტებმა, გამოცდილი მედიატორის ზედამხედველობით, რეალურ დავებზე დაფუძნებული ქეისები განიხილეს. ახალგაზრდები თავად იყვნენ მომლაპარაკებლები და პრაქტიკაში იყენებდნენ ეფექტური კომუნიკაციის უნარებს.
სტუდენტების შეფასებით, ამგვარ პროექტებში მონაწილეობა დიდი მოტივაციაა როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე მომავალი კარიერული განვითარებისთვის.
მედიაციის ცენტრი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობას, რათა სტუდენტებს მომავალშიც მიეცეთ პრაქტიკულ პროგრამებში ჩართვისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობა.
პრაქტიკის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა