2026 წლის 10 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა:
- უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრებმა წარმოადგინეს ბოლო 5 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურა (ჟურნალები, მონოგრაფიები, სახელმძღვანელობი);
- გაიმართა პროფესორ დემურ გიორხელიძის წიგნის - „თამაშების თეორია ეკონომისტებისათვის“, პრეზენტაცია, რომელიც პროექტის - „თანამედროვე უმაღლესი ეკონომიკის სრულად წარმოდგენა“, ფარგლებში გამოცემული ერთ-ერთი სახელმძღვანელოა. ავტორმა ისაუბრა თანამედროვე მაკროეკონომიკის ახალი ტენდენციებისა და ამ სფეროს უახლესი ხედვების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირების შესახებ. აღინიშნა, რომ ახლო მომავალში გრუნის სახელით გამოიცემა ამავე ციკლის სხვა წიგნებიც.
- ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა გრუნის ორი კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი: თორნიკე მერებაშვილი, მიწის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, 2025 - 2026 სასწავლო წელს განხორციელებული ყველაზე აქტიური სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობისთვის და ლელა გოგინავა, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი, 2025 - 2026 სასწავლო წელს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის აქტიური მხარდაჭერისთვის.
- ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბიბლუსმა გამოფინა უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა.
- უნივერსიტეტს სტუმრობდნენ 115 - ე საჯარო სკოლის მე - 11 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც დაათვალიერეს გრუნის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ლაბორატორიები: კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრი, მულტიმედიაცენტრი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.
ღონისძიებას, რომელსაც გრუნის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, უძღვებოდნენ უნივერსიტეტის რექტორის მაოდგილე სამეცნიერო დარგში - ვახტანგ ჭარაია და სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის დირექტორი - გოჩა ოჩიგავა.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა