ეფექტური კომუნიკაცია და ლიდერობა უნივერსალური უნარებია, რომელთა მნიშვნელობა სცდება კონკრეტულ პროფესიასა თუ აკადემიურ მიმართულებას. სწორედ ამიტომ, დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრმა (EEDR) პირველად განახორციელა პროექტი, რომელიც გრუნის ყველა მიმართულებისა და კურსის სტუდენტს აერთიანებს და შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ როგორც პროფესიული, ისე ყოველდღიური საქმიანობისთვის აუცილებელი უნარები.
2026 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა ინტერაქტიული ტრენინგი „Communication & Leadership“, მედიაციის ცენტრის ამ ინიციატივამ სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია. ტრენინგზე 75-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა.
შერჩევის პრინციპით, ტრენინგში მონაწილეობდა: სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ბიზნესისა და მართვის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლების 40-მდე სტუდენტი.
მონაწილეებმა იმსჯელეს ეფექტური კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის მნიშვნელობაზე, მოლაპარაკების სტრატეგიაზე, კონფლიქტების მართვის გზებზე, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის პრინციპებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრას. აღინიშნა, რომ ეფექტური კომუნიკაცია და ლიდერობა მხოლოდ პროფესიული წარმატების წინაპირობა არ არის - ეს უნარებია, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიურ ურთიერთობებსა და საქმიანობაში ეხმარება.
ტრენინგი ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა. სტუდენტები ჩაერთნენ პრაქტიკულ აქტივობებსა და როლურ თამაშებში, რამაც შესაძლებლობა მისცა მათ, გამოევლინათ კომუნიკაციური და ლიდერული უნარები, ემუშავათ გუნდურად.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმო ცოდნის შემაჯამებელ ტესტირებასა და მიღებული გამოცდილების შეფასებას.
ტრენინგის ყველა მონაწილეს გრუნისა და მედიაციის ცენტრის ერთობლივი სერტიფიკატი გადაეცა.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა