2022 წლის 11 მაისს გრუნიმ დაიწყო პრაქტიკული ინგლისურის ორთვიანი სასწავლო კურსი მოსწავლეებისათვის.
ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა მიიღო პროექტ „Teen Academy”-ის მონაწილეებისათვის და ის ერთ-ერთ პრიზად შესთავაზა პროექტის გამორჩეულ და აქტიურ მოსწავლეებს, რომლებსაც გააჩნიათ ენის ცოდნის შესაბამისი დონე.
სასწავლო კურსს უძღვება ამერიკელი პედაგოგი ბრენდონ ჰარდინგი, რომელსაც ასისტესტობას უწევს გრუნის სტაჟიორი და ფლექსის პროგრამის კურსდამთავრებული მანანა კაპანაძე.
პირველი მეცადინეობა გაცნობითი ხასიათის იყო, პედაგოგმა მოუსმინა მოსწავლეებს, გაიგო მათი მიზნები, ინტერესი, მოლოდინი.
სწავლება კვირაში ორჯერ გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 მოსწავლე.