იტვირთება...
მაია მელაძე საერთაშორისო - საგანმანათლებლო სემინარზე ბუდაპეშტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მაია მელაძე საერთაშორისო - საგანმანათლებლო სემინარზე ბუდაპეშტში


2026 წლის 27–29 ოქტომბერს, უნგრეთში, ბუდაპეშტში, პროექტ PROFFORMANCE-ის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო საგანმანათლებლო სემინარი - Peer Learning Activity. 

 

სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე.

 

სემინარის მიზანს წარმოადგენდა უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, კოლეგიალური სწავლების ხელშეწყობის, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისა და სასწავლო კურსების განვითარების თანამედროვე მიდგომების განხილვა.

 

სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მიდგომების, განათლებაში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების, მდგრადი განვითარების, ინკლუზიურობისა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ. 

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივებში აკადემიური პერსონალის მონაწილეობა მნიშვნელოვანია სწავლების ხარისხის განვითარებისა და ინოვაციური, სტუდენტზე ორიენტირებული, საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით.