იტვირთება...
ნინა გერსამია და თამარ იმნაიშვილი კოლექტიური შრომითი დავების მედიატორები გახდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნინა გერსამია და თამარ იმნაიშვილი კოლექტიური შრომითი დავების მედიატორები გახდნენ


2026 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნინა გერსამია და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, სამართლის სკოლის დოქტორანტი, თამარ იმნაიშვილი კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებად დაინიშნენ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მათი მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის, პრაქტიკული გამოცდილებისა და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების განვითარებაში შეტანილი წვლილის დადასტურებაა, რაც ხაზს უსვამს პროფესიული საზოგადოების ნდობას მათი მრავალწლიანი საქმიანობის მიმართ.

 

ნინა გერსამია არის იურისტი, ადვოკატი, აკრედიტებული მედიატორი და სერტიფიცირებული ტრენერი. 2022 წლიდან იგი ხელმძღვანელობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის ცენტრს, რომლის მიზანია მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის თანამედროვე და ხელმისაწვდომი მექანიზმის განვითარება და პოპულარიზაცია. მისი საქმიანობა მოიცავს საგანმანათლებლო, კვლევითი და პრაქტიკული პროექტების განხორციელებას, სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობასა და ქვეყანაში მედიაციის კულტურის გაძლიერებას.

 

თამარ იმნაშვილი პროფესიით იურისტია, ადვოკატი, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, მედიატორი. მას პროფესიული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. წლების განმავლობაში მუშაობდა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სასწავლო ცენტრში.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს ნინა გერსამიასა და თამარ იმნაშვილს პროფესიულ წინსვლას და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში.