მონოგრაფიის პრეზენტაცია „პატარა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის დილემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მონოგრაფიის პრეზენტაცია „პატარა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის დილემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“


2022 წლის 26 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ხათუნა მურადიშვილისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის პროფესორის გიორგი ბაღათურიას მონოგრაფიის - „პატარა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის დილემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“, პრეზენტაცია. ნაშრომი მომზადდა გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში და გამოიცა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

 

მონოგრაფიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: გრუნის რექტორის მოადგილე, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი გიორგი მირიანაშვილი, მონოგრაფიის რეცენზენტი, გრუნის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ზაქარაძე, ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე სულიკო ანთაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: მურმან გორგოშაძე, ირაკლი მანველიძე და გიგა ფარტენაძე, აგრეთვე, ბათუმის წარმომადგენლობის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები.

 

პრეზენტაციაზე ავტორებმა ისაუბრეს ნაშრომის მეცნიერულ და პრაქტიკულ ღირებულებებზე, მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში პატარა ქვეყნის ადგილსა და მნიშვნელობაზე, ლიდერობის საკითხებზე.

 

ნაშრომში განხილულია პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორია, მათი ლიდერების პოლიტიკური სვლები, რამაც ავტორებს მისცა საშუალება გაეკეთებინათ ანალიზი, როგორ მიაღწია თითოეულმა მათგანმა წარმატებას და სად იყო დაშვებული შეცდომები. რასაკვირველია, მონოგრაფიის მთავარი საკითხი საქართველოს, როგორც პატარა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის, დილემა გახლდათ. ნაშრომში წარმოდგენილი თეორიული და კვლევითი მასალების საფუძველზე ავტორების მიერ ნაპოვნია მთავარი - რა სჭირდება საქართველოს, როგორც პატარა ქვეყნის, პოლიტიკურ ლიდერს წარმატებისათვის.