Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

იხილეთ პროგრამების ჩამონათვალი და სწავლის ღირებულება.

 

მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განაცხადი (ივსება ადგილზე);
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ);
  4. ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთდ;
  5. სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის;
  6. CV თანდართული ფორმით;
  7. რეგისტრაციის საზღაურის გადახდის ქვითარი.

 

შენიშვნა:

  • მხოლოდ 2024-25 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის, დიპლომის არქონის შემთხვევაში, შეიძლება ცნობის წარმოდგენა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ (კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება; მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი), ასევე, აუცილებელია დიპლომის გაცემის კონკრეტული თარიღის მითითება.
  • კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქოკონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია ფსიქოლოგიაში;
  • სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია;

 

ა. სამართლის სკოლა - კანდიდატი უფლებამოსილია გასაუბრება გაიაროს არჩევითი მიმართულებით. საკითხები იხილეთ:

  1. საჯარო სამართალი
  2. კერძო სამართალი
  3. სისხლის სამართალი

ბ. ბიზნესისა და მართვის სკოლა - საკითხები იხილეთ;
. ციფრული მმართველობა - საკითხები იხილეთ;
. ჰუმანიტარულ და მეცნიერებათა სკოლა - პროგრამების მიხედვით საკითხები იხილეთ:

  1. მასობრივი კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა - საკითხები იხილეთ;
  2. კლინიკური ფსიქოლოგია და კონსულტირება - საკითხები იხილეთ;

ტესტირება უცხო ენაში ტარდება:
სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ და გერმანულ ენებში.
მასობრივი კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ და ფრანგულ ენებში.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ ენაში.
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ ენაში.
კლინიკური ფსიქოლოგიისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ ენაში.

 

უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.

 

უცხო ენის ტესტის ნიმუში (ანალოგიურ საკითხებს შეიცავს გერმანული და ფრანგული ენების ტესტი).

 

სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის მისაღები გამოცდების შესახებ დეტალური ინფორმაცია განახლდება ვებ-გვერდზე.

 

საკონტაქტო პირი:
ხატია მარკოზაშვილი
ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge

 

დავით თარაშვილი
ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (126)