2025 წლის 25-29 ივლისს მენეჯმენტის აკადემიის (AoM) 85-ე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრის თანადამფუძნებელი და Libra Alliance-ის პრეზიდენტი - მეჰდი მაჯიდი, ცენტრის დირექტორი - თამარ ბიწაძე და ცენტრის უფროსი მკვლევარი - ნინო საჩალელი, მონაწილეობდნენ.
ცენტრის თანამშრომლებმა წარადგინეს ორი თემატური ვორკშოპი - „კულტურული ფაქტორები მდგრადი განვითარების კურიკულუმში – საქართველოს კულტურული პერსპექტივები“ და „განათლების სისტემაში მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ინტეგრაციის სოციალური კონსტრუქციები“.
მენეჯმენტის აკადემია (AoM) არის გამორჩეული პროფესიული საერთაშორისო ასოციაცია მენეჯმენტისა და ორგანიზაციული მართვის სფეროს პროფესიონალთათვის, რომელიც აერთიანებს დარგის წამყვან სპეციალისტებს, მათ შორის, პროფესორებსა და ბიზნესისა და მომიჯნავე სფეროს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს მსოფლიოს მასშტაბით. პროექტის სტრატეგიული მიმართულება იმ ზეგავლენის სტიმულირებაა, რომელსაც მენეჯმენტი და ორგანიზაციული მეცნიერება ახდენს ბიზნესსა და საზოგადოებაზე.
კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას ცენტრისა და უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის ასამაღლებლად და თანამშრომლობითი ხასიათის ურთიერთობების გასაფართოებლად.
მდგრადი განვითარების ცენტრი მადლობას უხდის ლიბრა ალიანსსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის.