დასრულდა პრაქტიკული ინგლისურის ორთვიანი კურსი მოსწავლეებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დასრულდა პრაქტიკული ინგლისურის ორთვიანი კურსი მოსწავლეებისთვის


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასრულდა პრაქტიკული ინგლისურის ორთვიანი კურსი მოსწავლეებისათვის, რომელსაც ამერიკელი მოხალისე პედაგოგი ბრენდონ ჰარდინგი უძღვებოდა.

 

ბერნდონ ჰარდინგი საქართველოში ამერიკის საელჩოს სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა, გრუნის სტუდენტებისთვის პრაქტიკული ინგლისურის ენის ცოდნის გასაძლიერებლად.

 

ეს უპრეცედენტო შეთავაზება უნივერსიტეტის ყველაზე მასშტაბური პროექტის Teen Academy- ს იმ მოსწავლეებმაც მიიღეს, რომლებსაც გააჩნდათ ენის ცოდნის შესაბამისი დონე.

 

მეცადინეობებზე, რომელიც კვირაში ორჯერ იმართებოდა, ამერიკელი პედაგოგი ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ თემებს განიხილავდა და მასში აქტიურად იყვნენ ჩართული თბილისის, აბაშის, ახალციხის, ლანჩხუთის, ზესტაფონის, კასპის, გორის მოსწავლეები. ბრენდონ ჰარდინგს ასისტენტობას უწევდა პროგრამა ფლექსის კურსდამთავრებული მანანა კაპანაძე.

 

30 ივნისს, კურსის საზეიმო დახურვის ცერემონიაზე, პედაგოგებმა: ბრენდონ ჰარდინგმა და მანანა კაპანაძემ შეაჯამეს შედეგები და მადლობა გადაუხადეს თითოეულ მონაწილესა და უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისათვის.

 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ყოველი შეხვედრა იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი და მათ: მიიღეს უცხოური გამოცდილება, გაიმდიდრეს ლექსიკა, გაიუმჯობესეს მეტყველება, შეიძინეს მეგობრები. დამშვიდობების ცერემონია იყო მეტად ემოციური და ამაღელვებელი.

 

 მოსწავლეებს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და შემდგომი წარმატებას უსურვეს: უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ, პრორექტორმა გულიკო გალდავამ, რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ, სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსმა მერი ლომიამ.

 

თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

 

უნივერსიტეტი მადლობას უხდის ბრენდონ ჰარდინგს და მანანა კაპანაძეს საინტერესო კურსისა და გაწეული შრომისათვის.