2022 წლის 28 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს მასშტაბით. მისი გამორჩეული პროექტია იურიდიული კლინიკის პროგრამა, რომელიც გრუნის თბილისისა და ბათუმის სტუდენტებს მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას შესძენს.
სამსახურის ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა სამსახურის საქმიანობისა და იმ პროექტების შესახებ, რომლებშიც, პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებელია ჩაერთონ სტუდენტები.
მემორანდუმი ითვალისწინებს სამართლის მიმართულების სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების ჩართვას იურიდიულ კლინიკაში, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში.
გრუნის რექტორის მოადგილემ გიორგი მირიანაშვილმა მადლობა გადაუხადა იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს თანამშრომლობის შეთავაზებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, კიდევ უფრო გაფართოვდეს და გააქტიურდეს გრუნის სტუდენტთა მონაწილეობა პრაქტიკულ საქმიანობაში.