სოციალური მედია დღეს კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური ინტერნეტინსტრუმენტია. რამდენად ფლობს და სწორად მართავს ამ ინსტრუმენტის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს ახალგაზრდობა, განპირობებულია საქმის წარმატება.
უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, გრუნის სტუდენტ-სტაჟიორებმა: მარიამ ფაცაციამ და ვახო ბაბუნაშვილმა, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის სპეციალისტმა დავით თარაშვილმა, დაასრულეს ქართულ - კანადური საგანმანათლებლო ცენტრის სოციალური მედიამარკეტინგის კურსი.
მედიაკურსის ფარგლებში მათ შეისწავლეს:
- ფეისბუქ გვერდის შექმნა, გაფორმება და ოპტიმიზაცია;
- კონკურენტების ანალიზი;
- ეფექტური რეკლამის შექმნა და ანალიზი;
- პოტენციური კლიენტების სეგმენტაცია;
- სოციალური მედიამარკეტინგული სტრატეგიის შექმნა.
სამივე ახალგაზრდა აქტიურადაა ჩართული უნივერსიტეტისა და მისი სხვადასხვა სკოლის ფეისბუკგვერდის მართვაში.
ქართულ -კანადური საგანმანათლებლო ტრენინგცენტრი 10 წელზე მეტია წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე.