როზმარინა დუბოვსკა - გრუნის საპატიო დოქტორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


როზმარინა დუბოვსკა - გრუნის საპატიო დოქტორი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროპულ უნივერსიტეტებთან სამეცნიერო - კვლევით საქმიანობასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მეტი სტუდენტისა და ახალგაზრდა მკვლევრის ჩართვას. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ გრუნის პარტნიორი უნივერსიტეტები და უცხოელი კოლეგები, მათ შორისაა, სლოვაკი მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი როზმარინა დუბოვსკა, რომელიც 2020 წლიდან თანამშრომლობს უნივერსიტეტთან. მისი მხარდაჭერით გრუნის აკადემიურ პერსონალსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მიეცათ შესაძლებლობა, უფასოდ გამოაქვეყნონ სამეცნიერო სტატიები ჟურნალში „Media4u“, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, აიმაღლოს კვალიფიკაცია ევროპის უნივერსიტეტებში.

 

როზმარინა დუბოვსკას ძალისხმევით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ტრენჩინის ალექსანდრე დუბჩეკის უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა. მისი უშუალო მონაწილეობით რამდენიმე დღის წინ გამოიცა უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ოჩიგავას უცხოენოვანი მონოგრაფია „ქალთა ტრეფიკინგი საერთაშორისო სამართალში“. ერთობლივი სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობა არაერთ საინტერესო პროექტსაც მოიცავს.

 

ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის უნივერსიტეტის აკადემიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება როზმარინა დუბოვსკას მიანიჭოს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

2022 წლის 8 ივლისს, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საპატიო ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. გრუნის რექტორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა უცხოელ კოლეგას თანამშრომლობისათვის, გადასცა საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებლი დიპლომი და აღნიშნა, რომ დღეიდან ის გრუნის ე.წ. „ელჩია“ ევროპულ საგანამანათლებლო სივრცეში.

 

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ: სექტემბერში დაგეგმილ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვიონ ალექსანდრე დუბჩეკის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი, რომელიც აღნიშნულ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვა. დაიწყოს მოლაპარაკება 2022 წლის 20 ნოემრის საერთაშორისო კონფერენციაში - "Média a vzdělávání", გრუნის ოფიციალურად ჩართვის შესახებ.

 

გრუნის რექტორის დავალებით, ქალბატონი როზმარინა გააგრძელებს მუშაობას უნივერსიტეტთაშორისი საგანმანათლებლო პროგრამების შესამუშავებლად. . მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა პროგრამა "ერაზმუს +" - ის ფარგლებში ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობას. კონკრეტული კვლევების განსახორციელებლად სექტემბრის თვიდან სლოვაკი მეცნიერი უშუალოდ უნივესიტეტის ბაზაზე იმუშავებს, მისი პროფესიული გამოცდილება კრიმინალისტიკის ლაბორატორიის განვითარების მიმართულებითაც. იქნება გამოყენებული.