გიორგი შერაზადაშვილმა კვლავ გვასახელა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გიორგი შერაზადაშვილმა კვლავ გვასახელა


მსოფლიო ჩემპიონმა ძიუდოში (81 კგ. წონითი კატეგორია) და გრუნის ბიზნესადმინისტრირების მიმართულების სტუდენტმა - გიორგი შერაზადაშვილმა, კვლავ გვასახელა.

 

2022 წელს პოლონეთში გამართულ ევროპის უნივერსიადაში ის გრუნის სახელით ასპარეზობდა და ძიუდოში პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ევროპის უნივერსიადაზე გასამგზავრებლად შესარჩევი ტურნირი 2021 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაიმართა, საუკეთესო შედეგი გიორგი შერაზადაშვილმა აჩვენა და მოიპოვა კიდეც მონაწილეობის უფლება.

 

უნივერსიტეტი ულოცავს ამ გამარჯვებას გიორგის და უსურვებს კიდევ არაერთხელ ესახელებინოს საქართველო და მშობლიური უნივერსიტეტი.