ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი გრუნის პარტნიორია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი გრუნის პარტნიორია


საერთაშორისო საქმიანობის გააქტიურებითა და სწავლა-სწავლების პროცესში ახალი პარტნიორების ჩართვით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შემდგომი წლების განმავლობაში.

 

გრუნიმ და ლიეტუვას ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და გამოთქვეს მზადყოფნა როგორც საგანმანათლებლო, ისე ერთობლივი აკადემიური გაცვლითი პროგრამების განხორციელებით ხელი შეუწყონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი აკადემიური პროგრამებისა და კურსების, აგრეთვე, ორმაგი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას. სტუდენტების გაცვლას სწავლებისა და კვლევისთვის; ერთობლივი ინტერესის სფეროში შემავალი საკვლევი მასალებისა და სხვა დოკუმენტაციის გაზიარებას; ლექციებისა და ტრენინგების ორგანიზებას; მოწვეული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დახმარებას პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლისათვის.

 

ხელმოწერის ცერემონიაზე გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ აღნიშნა, რომ ასეთი წარმატებული, დასავლური ღირებულებების მქონე პარტნიორის შეძენა უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამას მოაქვს ახალი შესაძლებლობები, ახალი, საინტერესო იდეები, გამოცდილება, რითაც პარტნიორები აძლიერებენ ერთმანეთს. რექტორმა მადლობა გადაუხადა ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, ლიეტუვას საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, პროფესორ დაინიუს ჟალიმასს სტუმრობისათვის და შემდგომი წარმატება უსურვა ერთობლივად წამოწყებულ თანამშრომლობაში.