გრუნის სტუდენტი საერთაშორისო სემინარზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტი საერთაშორისო სემინარზე


2022 წლის 28 ივლისს, ახალგაზრდულ ასოციაცია „დრონისთან“ პარტნიორობის ფარგლებში, გრუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი სალომე ლომიძე იმყოფებოდა გერმანიაში, საერთაშორისო სემინარზე, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხების განხილვას მიეძღვნა. ერთკვირიანი საერთაშორისო ტრენინგი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ევროკავშირის მიერ იყო სრულად დაფინანსებული.

 

სემინარზე დეტალურად განიხილეს კლიმატის ცვლილების მიზეზები, ამ საკითხზე დადებული პარიზის შეთანხმება და ახალგაზრდების როლი ამ პროცესში. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჯგუფურად ემუშავათ და ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ თავიანთი ქვეყნების გამოცდილება.

 

ეს მეორე პროექტია, რომელიც გრუნიმ ახალგაზრდულ ასოციაციასთან ერთად განახორციელა. პირველი იყო გრუნის რექტორის მრჩევლის, ანა აბესაძის, ვიზიტი ესპანეთში. 2022 წლის 24-29 მაისს ის ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა სეგოვიაში შეხვედრებზე, რომელიც განიხილავდა ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ევროპულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.