„რაკურსის“ გამარჯვებული გრუნის სტუდენტი გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„რაკურსის“ გამარჯვებული გრუნის სტუდენტი გახდა


2022 წლის 12 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა კონკურსის „რაკურსი“ (თბილისური ამბები) საზეიმო დახურვის ცერემონია.

 

„რაკურსი“ (თბილისური ამბები) თბილისის მერიის, ორგანიზაციის „აფხაზეთი ჩემი სახლია“ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია თბილისზე საუკეთესო სიუჟეტის მოსამზადებლად.

 

პროექტის დანიშნულებაა ხელი შეუწყოს შემოქმედებითი უნარების მქონე ახალგაზრდების დაოსტატებას.

 

პროექტის იდეა ეკუთვნის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს სალომე კაპანაძეს. კონკურსში მონაწილე სტუდენტებისთვის გრუნის მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელმა თათია პაჭკორიამ ჩაატარა მასტერკლასი თემაზე - “ვიდეოჩანახატისა და ვიდეოპორტრეტების ჟანრის სიუჟეტების მომზადება“.

 

პროექტის დახურვის ცერემონიაზე ორი საუკეთესო ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი, ორივე სიუჟეტი გრუნის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს - ანანო ეგნატაშვილსა და ნინო ფაჩულიას ეკუთვნოდა.

 

საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად ცნო ანანო ეგნატაშვილის ნამუშევარი „პატარა ქუჩის დიდი ისტორია“, მას გადაეცა კონკურსის პრიზი, სიგელი და ფულადი ჯილდო.

 

პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა ნინო ფაჩულიაც.

 

უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.