გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, აზერბაიჯანის განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში, დაიწყო ტრენინგების ციკლი კვლევის მეთოდები, სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მეცნიერ-ხელმძღვანელებისა და დოქტორანტებისათვის.
პირველი გაცნობითი ხასიათის სესია, რომელიც მიმდინარე წლის 18 აპრილს გაიმართა, ტრენინგში მონაწილეთა ზუსტი საჭიროებებისა და მოთხოვნების დადგენას დაეთმო.
მეორე სესია გაიმართა მ/წ 4 მაისს, რომელსაც უძღვებოდა აზერბაიჯანის განათლების ინსტიტუტის პროფესორი ანარ ვალიევი. სესია მიეძღვნა სოციალური კვლევის პრაქტიკას, რომელიც მოიცავდა მეცნიერებისა და კვლევის ძირითად ასპექტებს, კვლევის პარადიგმებს, თეორიული და სოციალური კვლევის, კვლევის ეთიკისა და სტრატეგიის, კვლევის დიზაინის, კონცეპტუალიზაციის, ოპერაციონალიზაციისა და გაზომვის საკითხებს.
პროფესორი ანარ ვალიევი ადას უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანია, მინიჭებული აქვს ბაქოსა და ინდიანას უნივერსიტეტების მაგისტრის ხარისხი და ლუისვილის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. იგი, ასევე, ჟან მონეს ევროპული კვლევების კათედრის ხელმძღვანელია.
გრუნიდან შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე, ხოლო აზერბაიჯანის განათლების ინსტიტუტიდან პროექტების მართვის განყოფილების უფროსი - ნაილა ომაროვა.