ლოტი ბეიქერის ვიზიტი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლოტი ბეიქერის ვიზიტი გრუნიში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი განაგრძობს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საქართველოში.

 

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს უნივერსიტეტმა ინგლისური ენის პროგრამების რეგიონალურ დირექტორს ლოტი ბეიქერს უმასპინძლა, რომელიც სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. სტუმარს ახლდა საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი, ლიკა გუმბერიძე.

 

შეხვედრის მიზანი იყო ინგლისური ენის სწავლების გასაძლიერებლად უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების გაცნობა, მათ შორის, ფულბრაითის ინგლისური ენის ასისტენტ-მასწავლების 6-თვიანი თანამშრომლობა გრუნისთან და ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან დაწყებული საპილოტე, TESOL პროგრამა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ამერიკიდან ინგლისური ენის პროფესორის მოწვევის საკითხი, რომლის პასუხიც გაზაფხულისთვის გახდება ცნობილი.

 

2022 წლის გაზაფხულის სემესტრში, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ინგლისური ენის სწავლების ასისტენტ პროგრამის (ETA) ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ამერიკელ მოხალისე მასწავლებლს, ბრენდონ ჰარდინგს. პროგრამა მიზნად ისახავდა ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას როგორც აკადემიური პერსონალის, ისე სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვისაც კი.

 

უნივერსიტეტში სტუმრებს უმასპინძლეს რექტორის მოადგილეებმა: გულიკო გალდავამ და გიორგი მირიანაშვილმა, რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ. მასპინძლებმა სტუმარს მთავარი კამპუსი, სასწავლო გარემო, ბიბლიოთეკა, კრიმინალისტიკის ლაბორატორია და მულტიმედიაცენტრი დაათვალიერებინეს.