უპრეცედენტო პროექტი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უპრეცედენტო პროექტი გრუნიში


2022 წლის 15-17 ივნისს, პირველად საქართველოში, პროფესორ ხათუნა კალაძის იდეით, რამბამის (ისრაელი, ჰაიფა) სამედიცინო-სასწავლო ცენტრმა უპრეცედენტო პროექტი განახორციელა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდსა და ამერიკულ ჰოსპიტალთან ერთად: „მასობრივი კატასტროფების მართვა პრეჰოსპიტალურ და პოსპიტალურ ეტაპზე“. ტრენინგი მიზნად ისახავდა საგანგებო სიტუაციების მართვაში ჩართული პერსონალისა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების უწყვეტ განვითარებასა და გაღრმავებას, თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სწავლებას.

 

მასობრივი კატასტროფების მართვის 3-დღიან სწავლებას ატარებდა რამბამის ტრავმაცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მიხეილ ჰელბერტალი და ტოპ ტრენერთა 5 -კაციანი ჯგუფი.

 

ტრენინგში მონაწილეობდნენ: საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პასუხისმგებელი პირები, გრუნის მედიცინის სკოლის აკადემიური პერსონალი, სხვადასხვა კლინიკის ექიმები, ექთნები, მაშველები, პოლიციელები.

 

სწავლების პირველი დღე, მასობრივი კატასტროფების მართვა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, რომელიც გახსნა ისრაელის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ რან გიდორმა. პანელურ დისკუსიაზე უცხოელმა და ქართველმა მონაწილეებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს, რომლის შემდეგ ქართველმა სპეციალისტებმა უნივერსიტეტის ეზოში წარმოადგინეს კატასტროფის სიმულაცია.

 

სწავლება გაგრძელდა ჩატარებული სიმულაციის განხილვით, უცხოელმა ტრენერებმა დეტალურად ისაუბრეს და შეაფასეს შესრულებული ქმედებები და რჩევები მისცეს ქართველ კოლეგებს.

 

სწავლების მეორე დღე ამერიკულ ჰოსპიტალში - თბილისი, გაგრძელდა.

 

17 ივნისს გრუნიში გამართულ შეხვედრაზე უცხოელმა სტუმრებმა შეაჯამეს სამდღიანი სწავლება, მაღალი შეფასება მისცეს ქართველი სპეციალისტების მომზადებას და მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს გულთბილი დახვედრისათვის.

 

ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო სერტიფიკატი და მიენიჭა კრედიტქულები.