იმედის ეთერით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა უნიკალური მოვლენა - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს და საერთაშორისო კომპანია Libra-Alliance-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გრუნი ხდება გაეროს აფილირებული ორგანიზაცია, ის მონაწილეობას მიიღებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში, ჩაერთვება უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პროექტებში.
გადაცემაში მონაწილეობდა კომპანია Libra-Alliance-ის პრეზიდენტი მეჰდი მაჯიდი და გრუნის რექტორის მოადგილე პროფესორი ვახტანგ ჭარაია.