2022 წლის 14 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ვირტუალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მესამე ონლაინსესია გაიმართა.
სესიის მუშაობაში ორივე უნივერსიტეტის სტუდენტი და ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებელი მონაწილეობდა.
პრეზენტაციას, უძღვებოდნენ ასპუს ლექტორები - იასემინ ბაბაევა და მირვარ ქასიმოვა. მათ წარმოადგინეს თემატიკა: „ბრენდი“ და ბრენდთან დაკავშირებული ტერმინები, ეროვნული და საერთაშორისო ბრენდები და მათი წარმომავლობა, ბრენდის იმიჯი, ბრენდის ერთგულება და სხვ.
საქართველოდან ლექციას ფასილიტაციას უწევდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის მოწვეული პროფესორი თამარ დოლიძე და რექტორის მრჩეველი, ბიზნეს ინგლისურის სასწავლო კურსის ლექტორი ანა აბესაძე.
მომდევნო და ამ სემესტრის ბოლო სესია დაინიშნა 21 მაისს, თემაზე „ბიზნეს იმეილის წერა“, რომელსაც ჩაატარებს გრუნის მოწვეული ლექტორი ანა აბესაძე და პროგრამის ETA ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი გრუნიში, ბრენდონ ჰარდინგი.