გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბიგვავა - ბატიაშვილის იურიდიული ფირმასა და იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად დააარსა მულტიდისციპლინური პერიოდული გამოცემა „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“.
ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მედიცინაში არსებული სამართლებრივი გამოწვევების დასაძლევად, პაციენტის უფლებებისა და ექიმის პროფესიული და პირადი თავისუფლების დასაცავად.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური კომიტეტი მადლობას უხდის პარტნიორებს და სარედაქციო კოლეგიას თანამშრომლობისთვის და ულოცავს სამედიცინო საზოგადოებას ახალი ჟურნალის გამოცემას.