2022 წლის 29 ივნისს გრუნის სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა ტრადიციულ, ყოველწლიურ კონფერენციაზე განსახილველ თემად „თანამედროვე პრაქტიკული სტომატოლოგიის გამოწვევები“ შეარჩიეს.
წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა პრაქტიკული სტომატოლოგიის ისეთ მნიშვნელოვან და საყურადღებო საკითხებს, როგორებიცაა: ორთოდონტული ძალებით განპირობებული კბილთა ფესვების რეზორბცია, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სტომატოლოგიის ყოველდღიურ პრაქტიკაში, კვებითი აშლილობების გავლენა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და ექიმი-სტომატოლოგის როლი მის პრევენციაში, სტომატოლოგიაში გამოუყენებული რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდები, პაროდონტოლოგიისა და ორტოდონტიის კორელაცია - მულტიდისციპლინური მიდგომა პრაქტიკულ სტომატოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიის კოლაბორაცია სტომატოლოგიასთან, ცხვირის დანამატი წიაღების ფუნქციური ენდოსკოპიური ქირურგიის როლი იმპლანტოლოგიაში და სხვ.
თითოეული მოხსენება იყო საინტერესო და ეფუძნებოდა სტუდენტთა საინტერესო მოსაზრებებსა და მიგნებებს.
სტუდენტთა მოხსენებებს აფასებდა შესაბამისი კომისია, რომელმაც ოთხი ნომინაციის: საუკეთესო პრეზენტაცია, ყველაზე აქტუალური თემა, ყველაზე ორიგინალური თემა, საუკეთესი მომხსენებელი, მიხედვით გამოარჩია განსაკუთრებით საინტერესო ნამუშევრები, ხოლო ორ სტუდენტს: მამია ქარჩავასა და ანა ზაქრაძეს საუკეთესო კვლევისათვის მიეცათ რეკომენდაცია სასწავლო პროცესში დაშვებულ იქნენ სტუდენტი-ასისტენტის სტატუსით.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.