2022 წლის 14 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრობდა ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი.
ელჩმა დაათვალიერა უნივერსიტეტის სასწავლო გარემო და ლაბორატორიები - კრიმინალისტიკა და მულტიმედიაცენტრი, გაესაუბრა პროფესორ-მასწავლებლებს და მოისმინა ინფორმაცია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ. ნანახმა ელჩზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ელჩს მეგზურობას უწევდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე და რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე.
შეხვედრის დასასრულს რიინა კალიურანდმა სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია ევროინტეგრაციისა და მსოფლიოში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური ვითარების შესახებ. ისაუბრა ევროკავშირში ესტონეთის გაწევრიანებისა და საქართველოსა და უკრაინის მიმართ მიმდინარე პროცესის შესახებაც. უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.
უნივერსიტეტის რექტორთან პირისპირ შეხვედრაზე სტუმარმა განიხილა შემდგომი თანამშრომლობის საკითხებიც, მათ შორის, დეზინფორმაციის თემაზე გრიგოლ რობაქიძის სტუდენტებისთვის ლექციების ორგანიზება.
შეხვედრაზე საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა გიორგი მირიანაშვილმა სტუმარს სახსოვრად გადასცა მისი ახლად გამოცემული სახელმძღვანელო „ევროპის კავშირის სამართალი“.