2022 წლის 20 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, პროგრამა Erasmus + -ის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ პოლონელი პროფესორები იან კოხონოვსკის უნივერსიტეტიდან.
პროფესორმა ვიოლეტა ადამუს ბიალეკმა მედიცინის სკოლის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები თემაზე: კლინიკური მიკრობიოლოგია და სამედიცინო გენეტიკა, პროფესორმა ანა დუბალამ კი ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისათვის - ეკონომიკა და ეკონომიკური პოლიტიკა.
პოლონელმა პროფესორებმა დაათვალიერეს გრუნის კამპუსები, შეხვდნენ სკოლის წარმომადგენლებს. დაიგეგმა სხვადასხვა ერთობლივი პროექტი.