ბრენდონ ჰარდინგმა გრუნიში საქმიანობა დაასრულა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბრენდონ ჰარდინგმა გრუნიში საქმიანობა დაასრულა


2022 წლის 5 სექტემბერს დასრულდა ამერიკელი მოხალისე მასწავლებლის ბრენდონ ჰარდინგის საქმიანობა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. ის ინგლისური ენის სწავლების ასისტენტპროგრამის (ETA) ფარგლებში იმყოფებოდა საქართველოში. პროგრამა აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას.

 

უნივერსიტეტთან მისი 6-თვიანი თანამშრომლობა იყო მრავალმხრივი და ნაყოფიერი. ბრენდონ ჰარდინგის ხელმძღვანელობით წარიმართა პრაქტიკული ინგლისურის სწავლების კურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის თბილისსა და ბათუმში; მოხალისე მასწავლებელმა ინგლისური ენის ლექტორებთან ერთად იმუშავა ენის სწავლების მეთოდების დასახვეწად; მონაწილეობდა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებსა და ვირტუალურ გაცვლით პროექტებშიც. ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის ამერიკის საელჩომ მას საქართველოში საქმიანობის ვადა 3-დან 6 თვემდე გაუგრძელა. ამ ხნის განმავლობაში მას ასისტენტობას უწევდნენ რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე და გრუნის სტაჟიორი მანანა კაპანაძე.

 

ბრენდონ ჰარდინგის გაცილების საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ის ლექტორები, სტუდენტები და მოსწავლეები თბილისიდან და ბათუმიდან, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდნენ.

 

რექტორის მოადგილემ მოგელი შენგელიამ, რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ, სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსმა მერი ლომიამ, პროფესორებმა თამარ დოლიძემ და ნინო მიქელაძემ, სტუდენტებმა ანა დავაძემ და ანა ძორელაშვილმა, 72-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ნატალი ქარცივაძემ, დიდი მადლობა გადაუხადეს ამერიკელ პედაგოგს გაწეული შრომისათვის, გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები და შემდგომი წარმატება უსურვეს მას.