2022 წლის 08-09 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია: ასოცირებული ტრიოს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი პროცესი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები, სტუდენტები და გრუნის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები.
კონფერენცია გაგრძელდა ორ დღეს, მონაწილეებმა იმუშავეს აკადემიური და სტუდენტური პანელის ფარგლებში და წარმოადგინეს საინტერესო და აქტუალური მოხსენებები.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებული მუშაობა უსურვეს: გრუნის რექტორმა მამუკა თავხელიძემ და გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიშვილმა.
კონფერენციის მუშაობას ხელმძღვანელობდნენ: გიორგი მირიანაშვილი, სამართლის დოქტორი, გრუნის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობის-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და ირინა ცინცაძე, ბსუს საზოგადოებრივი და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასისტენტ - პროფესორი.
კონფერენციის მომხსენებლებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.