Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
იტვირთება...
გრუნიში პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“ დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიში პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“ დასრულდა


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასრულდა პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“, რომელსაც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის პრეზიდენტი - სოფიო კილაძე, ხელმძღვანელობს.

 

პროექტი სამი წელია ხორციელდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვების დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ფორმირებას; სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული, კულტურული ღირებულებების პატივისცემას; სხვაზე ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას.

 

პროექტის წლევანდელ მონაწილეებს ევალებოდათ, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, გამოყენებით შეექმნათ და განეხორციელებინათ საქველმოქმედო, მოხალისეობრივი საქმიანობის ამსახველი პროექტები.

 

თბილისისა და რეგიონის მოსწავლეებმა, დავალების შესაბამისად, გუნდურად და ინდივიდუალურად წარმოადგინეს 60 პროექტი: გარემოს დაცვის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემების, განათლების ხელმისაწვდომობის, ქართული ფოლკლორის გაცნობის, სოციალურად დაუცველ მოზარდებთან მუშაობის, საქველმოქმედო, მოხალისეობრივი საქმიანობის, მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სხვა საკითხების შესახებ.

 

საუკეთესო 20 პროექტის ავტორმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ბავშვთა კონფერენციაში: „ბავშვის უფლებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“, რომელიც 2025 წლის 10-12 მარტს გრუნიში გაიმართა და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 35-ე წლისთავს მიეძღვნა.

 

პროექტების ფინალურ წარდგენაზე საკონკურსო კომისიამ 3 საუკეთესო გუნდი დაასახელა.

 

დესმინე ჯიშკარიანი, მარიტა დვალი - ფოთის № 4 სკოლა, მე-10 კლასი, პროექტი: “ჩემი საქართველო“;

 

დიანა კეჟერაშვილი - გარდაბანი, მარტყოფის №1 საჯარო სკოლა, მე-10 კლასი, პროექტი:“ თოჯინების ხმა, რომელიც აერთიანებს“;

 

ანა ცინცაძე, გიორგი ბეჟანიძე - ბათუმი, კავკასიის ბიზნესის სკოლა, მე-10 კლასი, პროექტი: “ჩემი სამშობლო, ჩემი კულტურა“.

 

ფოთისა და გარდაბნის მოსწავლეებმა მიიღეს მთავარი პრიზი - ტური ევროპაში, ისინი 2025 წლის ოქტომბერში ბრიუსელში გაემგზავრებიან, ბათუმელ მოსწავლეებს კი 50%-იანი საუნივერსიტეტო სასწავლო გრანტი გადაეცათ.

 

საუკეთესო პროექტის ავტორებმა მიიღეს 20%-იანი საუნივერსიტეტო სასწავლო გრანტი და სერტიფიკატი პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის.