გლობალური ჯანდაცვის საერთაშორისო კონგრესი: „ჯანმრთელობის ჰორიზონტები - მეცნიერება, პოლიტიკა და ჰუმანიზმი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გლობალური ჯანდაცვის საერთაშორისო კონგრესი: „ჯანმრთელობის ჰორიზონტები - მეცნიერება, პოლიტიკა და ჰუმანიზმი“


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სამ დღეს მიმდინარეობდა გლობალური ჯანდაცვის საერთაშორისო კონგრესი: „ჯანმრთელობის ჰორიზონტები - მეცნიერება, პოლიტიკა და ჰუმანიზმი“.

 

კონგრესის ძირითადი მიზანი იყო: სხვადასხვა დისციპლინის პროფესიონალებისა და დაინტერესებული მხარეების შეკრება, გლობალური ჯანდაცვის ინიციატივების წახალისება და რეგიონთაშორისი კრიტიკული ჯანდაცვის გამოწვევების განხილვა.

 

ჯანდაცვის პროფესიონალები, სახელმწიფო სტრუქტურებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ჟურნალისტები, დიპლომატები, 4 სესიად განიხილავდნენ გლობალური ჯანდაცვის ძირითად საკითხებს:

  • უნივერსალური ჯანდაცვა, გამოწვევები თანამედროვე ეპოქაში;
  • ბიოუსაფრთხოება და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობა;
  • ზოგადი და მეტაბოლური ქირურგია დღეს, 21-ე საუკუნის გამოწვევები;
  • ქალის ჯანმრთელობა, სილამაზე და კეთილდღეობა;
  • რეაბილიტოლოგიისა და კურორტოლოგიის გამოწვევები საქართველოში;
  • სტუდენტური სესია.

 

საქართველოს, ამერიკის, გერმანიის, სლოვაკეთის, კანადის, ეგვიპტის, საფრანგეთის, ნიგერიის, თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, კოსოვოს წარმომდგენლებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს კონგრესის მონაწილეებს, პანელურ დისკუსიებზე არაერთი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

 

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.