სტუდენტური ტრენინგი ბაკურიანში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური ტრენინგი ბაკურიანში


25-27 თებერვალს მედიცინი პროგრამის 10 სტუდენტმა, უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით, მონაწილეობა მიიღო არითმიის სკოლის მიერ ორგანიზებული სტუდენტური ტრენინგის მუშაობაში, რომელიც ბაკურიანში გაიმართა. ტრენინგზე სტუდენტებმა გაიღრმავეს ცოდნა და განივითარეს პრაქტიკული უნარები გულსისხლძარღვთა დაავადებების მართვის საკითხებზე. ტრენინგის ბოლოს ჩატარდა ინტერაქტიური თამაში-კონკურსი, რომელშიც გრუნის სტუდენტმა აბჰაი აჯაი ვიბჰუტემ გაიმარჯვა და გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.

 

სტუდენტებმა სწავლასთან ერთად კარგადაც დაისვენეს და შეიძინეს ახალი მეგობრები. გრუნი კვლავ გააგრძელებს მსგავს ღონისძიებებში სტუდენტთა მონაწილეობის ხელშეწყობას.