მემორანდუმი პარაგვაის უნივერსიტეტთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მემორანდუმი პარაგვაის უნივერსიტეტთან


უნივერსიტეტი კვლავ აფართოებს საერთაშორისო ინტეგრაციის მასშტაბებს. ამჯერად, პარტნიორული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა პარაგვაის სან სებასტიანის უნივერსიტეტთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივ კვლევებს, გაცვლით პროგრამებს, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას.

 

ხელმოწერის ონლაინცერემონიალი გახსნა თურქეთში პარაგვაის საკონსულოს წარმომადგენელმა ფერნანდო გინზომ. მონაწილეებს მიესალმა სან სებასტიანის ავტონომიურ უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ფულგენციო სამუდიო ოზუნა. მან კმაყოფილება გამოხატა გრუნისთან თანამშრომლობის დაწყების გამო და მადლობა გადაუხადა პარაგვაის ელჩს თურქეთში, მის აღმატებულებას ცეფერინო ვალდეს პერალტას თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, გრუნის სტუდენტებსა და პერსონალს. საპასუხო სიტყვით გამოვიდა გრუნის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, რომელმაც, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა სან სებასტიანის უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ფულგენციო სამუდიო ოზუნას, პარაგვაის ელჩს თურქეთში, მის აღმატებულებას ცეფერინო ვალდეს პერალტას და საპატიო კონსულს საქართველოში ზურაბ ხუნტუას გაწეული მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ხელშეკრულება სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის.

 

ცერემონიალში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, პარაგვაის უნივერსიტეტის აკადემიური პრორექტორი ფრანცისკო მონტორი არბუესი და საელჩოს პრესის მენეჯერი ალექსის ინვერნიზი. ღონისძიება მიჰყავდა თარჯიმანს თათია გელაშვილს.