დასაქმების მასშტაბური ფორუმი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დასაქმების მასშტაბური ფორუმი გრუნიში


24-26 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმში მონაწილეობდა 32 ქართული და საერთაშორისო კომპანია, როგორც მომსახურების, ისე წარმოებისა და ტექნოლოგიების სფეროებიდან.

 

კომპანიების წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია მათთან არსებული დასაქმების, სტაჟირებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ. ასევე, სტუდენტებისათვის სპეციალურად შემუშავებული დასაქმების პროგრამები.

 

სტუდენტები გაესაუბრნენ სასურველი კომპანიების წარმომადგენლებს და დაუტოვეს პირადი მონაცემები (CV).

 

დასაქმების ფორუმის ფარგლებში უნივერსიტეტსა და კომპანიებს შორის დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.

 

დასაქმების ფორუმი გარდა იმისა, რომ არის შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, პირისპირ შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, ხელს უწყობს აკადემიური და ბიზნესწრეების დაახლოებას, რაც სასწავლო პროგრამების განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა ბიზნესისა და მართვის სკოლა.