2022 წლის 2 ივნისს ლატვიის უნივერსიტეტის ბიზნესის, მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორმა კრისტინე ბერზინამ გრუნის სტუდენტებისათვის ჩაატარა ონლაინლექცია თემაზე: „ინოვაციები, რომლებიც ავლენენ ცვლილებებს ტურისტების ქცევაში“.
ლექცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.
ლექციას ესწრებოდნენ ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტები და პროფესორები, ასევე, მოწვეული სტუმრები. სტუდენტებმა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და დიდი მადლობა გადაუხადეს უცხოელ ლექტორს ამისათვის.
ლექციის დასასრულს კრისტინე ბერზინამ მსმენელების შეკითხვებსაც უპასუხა.