გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრში პირველი მორიგება წარმატებით დასრულდა!
ცენტრი თბილისის მერიის „ჩემი ადვოკატის“ ბენეფიციარებისთვის ახორციელებს პრო ბონო სამედიაციო მომსახურების პროექტს, რომელსაც ხელმძღვანელობს „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ თბილისის მერიის „ჩემი ადვოკატის“ სამსახურთან ერთად.
პროექტის ფარგლებში შედგა პირველი სამედიაციო მორიგება, რაც დავის რეგულირების ალტერნატიული მექანიზმის პოპულარიზაციას/დამკვიდრებას და, რაც მთავარია, იურისტ-სტუდენტთა პროფესიონალიზმის ფორმირებას უწყობს ხელს.
დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრი განაგრძობს „ჩემი ადვოკატის“ სამსახურის ბენეფიციართათვის უფასოდ სამედიაციო სერვისის შეთავაზებას და იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ მრავალი სამედიაციო მორიგება შედგება პროექტის ფარგლებში.
პროექტში ჩართული არიან გრუნის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, რომლებმაც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრის აპარატის უფროსის, მედიატორ ნინა გერსამიას ხელმძღვანელობით გაიარეს შესაბამისი მომზადება და პროექტის ფარგლებში მიღებული საქმეების წარმოებას უზრუნველყოფენ.