გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აფართოებს საერთაშორისო თანამშრომლობის არეალს როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო მიმართულებით. მ/წ 2 მაისს უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სლოვაკეთის ალექსანდრე დუბჩეკის სახელობის უნივერსიტეტთან.
მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის კონკრეტულ ფორმებსა და მიმართულებებზე, რაც მეტ შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ჩაერთონ საინტერესო საგანმანათლებლო - გაცვლით პროექტებსა და ორივე უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებში. მემორანდუმში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია კვლევით კომპონენტზე, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე.
დუბჩეკის უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ ტრენჩინში (სლოვაკეთი). აქ გახსნილია შემდეგი ფაკულტეტები: ჯანდაცვის, სოციალურ - ეკონომიკური ურთიერთობების, სამრეწველო ტექნოლოგიების. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოლიტოლოგიის კათედრას. მხარეებს შორის მოლაპარაკებებს აწარმოებდა უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი და საპატიო პროფესორი როზმარინა დუბოვსკა.