მთავარი

მთავარი

GRUNI SDGs ცენტრი არის წამოწყება, რომელიც შეიქმნა Libra Alliance-სა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად.

 

აქ, GRUNI-ში, ჩვენ მზად ვართ გავხდეთ ლიდერი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) და დღის წესრიგი 2030-ის შესახებ ცოდნის გავრცელებასა და ადვოკატირებაში. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ კონკურენტულ პროგრამებს, სპეციალიზებული კურსებით, რომლებსაც ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები უძღვებიან.

 

ჩვენ ფოკუსირებული ვართ კურსის სპეციალიზაციაზე, რომელიც გვთავაზობს შესაძლებლობების განვითარებას მდგრადობის მიმართულებით, რათა შესაძლებელი გახდეს ყოვლისმომცველი ინდუსტრიის ანალიზის განხორციელება და სოციალურ მეწარმეობაში მისი პრაქტიკული გამოყენება.

 

ჩვენი კურსები ასევე ღიაა ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის, რომლებიც ეძებენ უწყვეტ განათლებას და პროფესიულ განვითარებას სასერტიფიკატო პროგრამების, ასევე SDGs ტრენინგებისა და ინფორმირებულობის გაზრდის გზით.

 

ყველა კურსი ისწავლება ინგლისურ ენაზე.

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით დღესვე!

 

ლიბრა ალიანსისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - მდგრადი განვითარების ცენტრის - გახსნის დღესთან დაკავშირებით

 

ლიბრა ალიანსის პრეზიდენტი და დამფუძნებელი, პროფესორი მედი მაჯიდი განიხილავს GRUNI SDGs ცენტრს.

 

„ეს ის ცნებებია, რომელთა ქადაგებას ვცდილობთ. თუ სტუდენტები გრძნობენ, რომ ისინი სრულად მონაწილეობენ საზოგადოების განვითარებაში, ისინი რაღაცას აღწევენ. არა ის, რომ მათ უბრალოდ სამსახური აქვთ. მდგრადობა გვიბიძგებს წარმოებისა და სამსახურის ფლობიდან ვიმოქმედოთ გადარჩენისთვის, მიღწევებისთვის, მონაწილეობასა და წვლილის შეტანისთვის“.

 

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც აჩვენებს ეროვნული მდგრადი უპირატესობის და საქართველოში განხორციელების შესაძლებლობას. რაც აკლია არის მისი გაძლიერება, ამაღლება და ცენტრად ქცევა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის“.

 

მედი მაჯიდი, პროფესორი

დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ლიბრა ალიანსი

 

 

"ლიბრა ალიანსი ძალიან პოზიტიურია. განსაზღვრებით თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ ნეგატიური და იყოთ მდგრადობაში. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის პოზიტიურები ვართ და ეს კარგი საწყისია."