ამისათვის რამდენიმე ფაქტის დასახელებაც საკმარისია:
- უნივერსიტეტს მიაჩნია, რომ მისმა სტუდენტებმა გამორჩეულ, ღირსეულ სასწავლო გარემო უნდა ისწავლონ, ამიტომაც ააშენა ახალი საუნივერსიტეტო კამპუსი, რომლის არქიტექტორული კონცეფცია პრინციპულად განსხვავებულია საქართველოში არსებული საუნივერსიტეტო კორპუსებისგან. რითია ის ორიგინალური?
- კამპუსი, დასავლური უნივერსიტეტების მსგავსად, ქალაქის შემოგარენში, ეკოლოგიურად სუფთა, 15 000 კმ. ფართობზეა განლაგებული (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ., ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია).
- შენობა არ არის მრავალსართულიანი, რაც აუცილებელი საერთაშორისო მოთხოვნაა სტუდენტთა უსაფრთხოებისა და ერთიანი აკადემიური/საკომუნიკაციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით.
- სასწავლო კორპუსი უზრუნველყოფილია ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემით, რაც სწავლისათვის მაღალ კომფორტულ გარემოს ქმნის წლის ნებისმიერ დროს.
- უნივერსიტეტში სტუდენტებს საშუალება აქვთ სასწავლო-შემოქმედებითი აქტივობა განახორციელონ არასტანდარტულ, აუდიო-ვიზუალური ტექნიკით აღჭურვილ, ფუნქციურად დიფერენცირებულ აუდიტორიებში.
- სტუდენტების განკარგულებაშია ლაუნჯ-კლუბი და ორიგინალური რეკრიაციული სივრცე, რომელიც სრული რელაქსაციის საშუალებას იძლევა.
- ახალი სასწავლო წლიდან ექსპლუატაციაში შევა სტუდენტური კამპუსი 100 საცხოვრებელი ოთახით (თითო - 20 კვ.მ). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს რეგიონიდან ჩამოსული და უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთადგილიან, კომფორტულ ოთახებში იცხოვრებენ, უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსიდან 25 მეტრის დაშორებით.
- უნივერსიტეტი განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი აკადემიური პერსონალით, სწავლების დასავლური, ორიგინალური მეთოდოლოგიითა და სასწავლო პროგრამებით (იხ. სკოლები).
- გარდა სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ენერგო მენეჯმენტის ქართულენოვანი პროგრამებისა, უნივერსიტეტში ხორციელდება ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც თავისი არსით უნკალურია.
ესენია:
- ქართულ-ფრანგული ინგლისურენოვანი პროგრამა გლობალური მმართველობა და პოლიტიკა/სართაშორისო ურთიერთობები, რომელიც გულისხმობს პირველ წელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ხოლო მეორე წელს საფრანგეთში სწავლას და საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (ENA) და სორბონის უნივერსიტეტის ან ლილის უნივერსიტეტის დიპლომისა და აკადემიური ხარისხის მიღებას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად.
- ქართულ-გერმანული ინგლისურენოვანი პროგრამა გლობალური მმართველობა და პოლიტიკა, რომელიც იგივე სქემით ხორციელდება პოტსდამის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის დასრულების შემღნიშნულისაეგ, ასევე, გაიცემა ორი უნივერსიტეტის დიპლომი და მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
- ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამა მასობრივი კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა შეიქმნა პარიზის ჟურნალიზმის უმაღლეს სკოლასთან ერთად. ის ხორციელდება ორ ეტაპად: პირველ წელს (I და II სემესტრი) სტუდენტი ისწავლის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, მესამე სემესტრს გაივლის პარიზის ჟურნალიზმის უმაღლეს სკოლაში, ხოლო პროგრამას დაასრულებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.
- პროგრამა უზრუნველყოფილია უმაღლესი კატეგორიის ქართველი და ფრანგი პროფესურით.
- კრედიტების ურთიერთაღიარების საფუძველზე სტუდენტი მიიღებს პარიზის ჟურნალიზმის უმაღლესი სკოლისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიურ ხარისხსა და დიპლომს.
- პარიზის ჟურნალიზმის უმაღლესი სკოლა ერთ-ერთი უძველესია საფრანგეთში. ის დაარსდა ორი საუკუნის წინ, 1895 წელს და აღიარებულია ჟურნალისტური კადრების აღზრდის მძლავრ კერად.
სწავლა ინგლისურ ენაზეა, სურვილის შემთხვევაში - ფრანგულად.
გარდა აღნიშნულისა, სტუდენტებს შუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ერაზმუსის პროგრამებში და ერთი წლით ისწავლონ ევროპის უნივერსიტეტებში ევროკავშირის დაფინანსებით, ხოლო კვლევით დაინტერესებული სტუდენტები, სურვილის შემთხვევაში, გაიგზავნებიან მაქსპლანკის ინსტიტუტში (გერმანია).