მთავარი

მთავარი

გამორჩეული პროექტი: გრუნიმ ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულისა და საზოგადოების განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გამოაცხადა კონკურსი მოსწავლეებისათვის: „ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც ხელშეუვალი ღირებულება“. კონკურსის მიზანი იყო: ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობისა და ამ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათი მოქალაქეობრივი პოზიციის გაცნობა და წახალისება. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეებმა და აბიტურიენტებმა. გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები. ასევე დაწესებული იყო დამატებითი პრიზები: I ადგილი - 40%-იანი სასწავლო გრანტი; II ადგილი - 30%-იანი სასწავლო გრანტი; III ადგილი - 20%-იანი სასწავლო გრანტი.

2020 წ.

 

გამორჩეული პროექტი: გრუნის მხარდაჭერით, გამოქვეყნდა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორის სოფო კილაძისა და ამავე უნივერსიტეტის პროფესორის პაატა ტურავას ერთობლივი ნაშრომი - "ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარები", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კოდექსის სწორად გაგებასა და გამოყენებას, ამასთან. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კოდექსის ნორმების პრაქტიკაში დამკვიდრების საქმეში, დახმარება გაუწიოს ბავშვის უფლებების სწავლების პროცესს და სამეცნიერო კვლევებს ამ მიმართულებით. ბავშვის უფლებათა კოდექსი 2019 წელს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შემუშავდა, რომელიც აერთიანებს ყველა მთავარ პრინციპს და ქმნის ისეთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის კეთილდღეობასა და დაცვას.

2021 წელი

 

გამორჩეული პროექტი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა ნაშრომი - „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოში“, ნაშრომი ეძღვნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, მათი დაცვის მექანიზმებს, კანონმდებლობის აღსრულებისა და ეფექტიანობის მეცნიერულ შესწავლასა და ანალიზს. ნაშრომის ავტორებს შორის არის: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი მარინე თავართქილაძე.

2022 წელი

 

გამორჩეული პროექტი: საერთაშორისო კვლევა ქალთა უფლებების შესახებ - გამოქვეყნდა გრუნის ასოცირებული პროფესორის გოჩა ოჩიგავას მორიგი უცხოენოვანი მონოგრაფია: „ქალთა ტრეფიკინგი საერთაშორისო სამართალში“. კვლევა განხორციელდა უნივერსიტეტის ბაზაზე, უცხოელი პროფესორების ჩართულობით, რომლებიც ამავე დროს, მონოგრაფიის რეცენზენტები არიან. ნაშრომი გამოქვეყნდა პრაღაში და გრუნის ბიბლიოთეკასთან ერთად, დაცულია პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის (Charles University In Prague) ბიბლიოთეკაშიც.

2022 წელი