გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი შეიქმნა 2007 წელს. ინსტიტუტის მიზანია, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა სფეროში პრიორიტეტული კვლევების განხორციელება. ამ მიზნით ინსტიტუტი აქვეყნებს სხვადასხვა სახის პერიოდულ გამოცემებს, ატარებს სამეცნიერო კონფერენციებს და ახორციელებს კვლევებს (სოციოლოგიური გამოკითხვები, სამეცნიერო ექსპედიციები და ა.შ.).
ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს საზღვარგარეთ არსებულ ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა სასწავლო-კვლევით ცენტრებთან (ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკა, კიოლნის უნივერსიტეტი, სოფიის უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი და სხვ.).
ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედებს საბაკალავრო პროგრამა სოციოლოგიაში (სოციოლოგია, მედია, კულტურა) და სადოქტორო პროგრამა ფილოსოფიაში.
ინსტიტუტს აქვს საკუთარი ლოგო და დევიზი. ინსტიტუტის ლოგოს წარმოადგენს შავ წრეში მდებარე შავ-თეთრი ბუს სქემატური გამოსახულება. ბუს მარცხენა ქვედა მხარეს განთავსებულია ასო-ბგერა „ფ" (ქართული ასომთავრულით), რაც ფილოსოფიაზე მიუთითებს. ბუს გამოსახულების ზევით, მორკალული სახით განთავსებულია ინსტიტუტის დევიზი ლათინურ ენაზე: „Petimus ad veritatem!" („ვესწრაფვით ჭეშმარიტებას!")
ინსტიტუტის მმართველ ორგანოს წარმოადგენს ინსტიტუტის დირექტორატი, რომელიც სამი წევრისაგან შედგება. ინსტიტუტის მთავარი მრჩეველი ორგანო არის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერებით.
ინსტიტუტის დირექტორია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, თენგიზ ირემაძე.
გამორჩეული პროექტი: გრუნის პროფესორმა მიხეილ გოგატიშვილმა პორტოში ვიზიტის ფარგლებში, პორტოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტში წაიკითხა სალექციო კურსი პოლიტიკური ფილოსოფიისა და პოლიტიკური რეალობის ურთიერთმიმართების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შედეგები წარმოდგენილია სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებზე, ასევე, ასახულია სხვადასხვა სახის პუბლიკაციებში, რომლებიც გამოქვეყნდა „პეტრიწის პორტალზე“.
2019 წ.
გამორჩეული პროექტი: გამოიცა გერმანელ და ქართველ მკვლევართა ახალი უცხოენოვანი სამეცნიერო კრებული - „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“ (ISBN 978 -3-86515-494-1, ბოხუმი, Europäischer Universitätsverlag GmbH) რომლის ავტორთა შორის არიან: გრუნის პროფესორები: თენგიზ ირემაძე, მიხეილ გოგატიშვილი, გრუნის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები. ნაშრომი დაცულია გერმანიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
2022 წ.
გამორჩეული პროექტი: გამოქვეყნდა ფილოსოფიის დოქტორ ირაკლი კახიძის ახალი კვლევა - „ძალაუფლების ტრანსფორმაცია ინფორმაციულ საზოგადოებაში“. ბატონი კახიძის ამავე შინაარსის სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი გახლავთ გრუნის პროფესორი თენგის ირემაძე. კვლევაში განხილულია თანამედროვე საზოგადოებაში ინფორმაციულ ტექნოლოგიური რევოლუციისაგან გამოწვეული ცვლილებების როლი და მისი მნიშვნელობა ინდივიდის თავისუფლების, უსაფრთხოების და დემოკრატიული პროცესების უზრუნველყოფის საკითხში. ამჟამად, ირაკლი კახიძე გრუნის მოწვეული პროფესორია.
2022 – 2023 წწ.