იტვირთება...
გრუნის მედიცინის სკოლის საერთაშორისო აღიარება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის მედიცინის სკოლის საერთაშორისო აღიარება


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ნინო რაჭველიშვილი და სტუდენტი აისელ აჯალიევა-ახვერდოვა ესპანეთში, მადრიდში, საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციის - APSTE 2025, მუშაობაში მონაწილეობდნენ.

 

პროფესორისა და სტუდენტის ერთობლივ სამეცნიერო ნაშრომს: “Innovative Psychotherapy Strategies for Managing Somatoform Disorders”, დიდი წარმატება ხვდა წილად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში.

 

ნაშრომში განხილულია სომატოფორმული აშლილობების მართვის ინოვაციური ფსიქოთერაპიული მიდგომა და მისი ეფექტურობის პრაქტიკული ასპექტი.

 

აღნიშნული წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მნიშვნელოვან წვლილს სამედიცინო მეცნიერების განვითარებასა და ამ მიმართულებით წარმოებულ თანამედროვე კვლევებში.