გამორჩეული პროექტი: შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონფერენცია. გრუნის პროფესორი და მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანლი - ლიანა სირაძე შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა. კონფერენციამ განიხილა ჯანმრთელობის საკითხები და მისი კავშირი გარემოსთან, ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობა ბავშვების მუცლად ყოფნიდან მოზრდილობამდე, კოვიდ 19-ის კრიზისი, გარემოს დაბინძურების შედეგად გაზრდილი ჯანმრთელობის რისკებსი და სხვა საკითხები. კონფერენციის მიმდინარეობისას ლიანა სირაძემ და ჯანმოს ევროპის ოფიცერმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ამ სფეროში არსებული პრობლემების შესახებ, ისაუბრეს, აგრეთვე, ჯანმრთელობისა და ტრანსპორტის ურთიერთკავშირის, ადამიანზე მორგებულ ბუნებრივ გარემოში ფიზიკური აქტივობის აუცილებლობისა და სხვა საკითხების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ გრუნისა და ჯანმოს თანამშრომლობის თაობაზე.
2022 წ.
გამორჩეული პროექტი: გრუნი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. გრუნი ჩართულია საუნივერსიტეტო კონსორციუმში (გრუნი, თსუ, კსუ), რომელიც ახორციელებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) - საქართველო I2Q - ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი - მხარდაჭერილ პროექტს „თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში“ უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით“. პროექტში მონაწილეობს, აგრეთვე, გრუნის საუნივერსიტეტო კლინიკა „შპს პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“, მისი დირექტორის მარიამ ძნელაძის, გრუნის პროფესორის რუსუდან ნიკოლეიშვილის და გრუნის ასისტენტის ნიკოლოზ ცისკარიძის სახით.
2023 წ.
გამორჩეული პროექტი: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს სკოლის ექიმთა ასოციაციის მხარდაჭერით, 2024 წლის 16 მარტს "აკადემიური პერსონალისა და ზოგადი პროფილის ექიმების უწყვეტი განათლების პროგრამის" ფარგლებში, გაიმართა მორიგი ტრენინგი "ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა/ვაქცინაცია, ჯანდაცვის მუშაკის როლი"; პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი ლიანა სირაძე. ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.
2024 წ.