1995 - 2009

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


1995 - 2009

1994 წელი - “ალმა მატერში“ ლექციების წაკითხვას იწყებენ ამერიკელი და გერმანელი პროფესორ-მასწავლებლები.

 

1995 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შედის მსოფლიო უმაღლესი სასწავლებლების კატალოგში (საქართველოდან მხოლოდ 5 კერძო უმაღლესი სასწავლებელი).

 

2001 - 2003 წელი - უნივერსიტეტში განხორციელდა ევროკავშირის TEMPUS TACIS-ის პროექტი.

 

2001 წელი - TEMPUS TACIS-ის პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის პედაგოგებმა სტაჟირება გაიარეს ინგლისისა და შვედეთის უნივერსიტეტებში.

 

2001 წელი - ხელშეკრულება გაფორმდა პრაღის ამერიკულ უნივერსიტეტთან.

 

2001 წელი - უნივერსიტეტში განხორციელდა გაეროს პროგრამა “გენდერი, კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა”.

 

2002 წელი - ხელშეკრულება გაფორმდა ჩრდილო კაროლინას უნივერსიტეტთან (აშშ).

 

2002 წელი - ჩრდილო კაროლინას უნივერსიტეტთან (აშშ) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამართლის ფაკულტეტის ერთმა სტუდენტმა გაიარა კურსი კრიმინალისტიკაში.

 

2002-2003 წლები - სიეტლის კოლეჯთან (აშშ) განხორციელდა დისტანციური სწავლების პროგრამა საბუღალტრო აღრიცხვაში.

 

2003 წელი - დაიდო ხელშეკრულება აშშ-ს საერთაშორისო პროგრამების საბჭოსთან.

 

2003 წელი - უნივერსიტეტი მიწვეული იყო ოქსფორდის უნივერსიტეტში. რექტორი, პროფესორ მამუკა თავხელიძე აირჩეულ იქნა ოქსფორდის უნივერსიტეტის მრგვალი მაგიდის ნამდვილ წევრად და მრჩეველთა კომიტეტის წევრად.

 

2004 წელი - ხელშეკრულება გაფორმდა ჯორჯიის უნივერსიტეტთან (აშშ).

 

2004 წელი - ჯორჯიის უნივერსიტეტთან (აშშ) დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის ოთხმა სტუდენტმა გაიარა აღნიშნული უნივერსტეტის სხვადასხვა კურსი.

 

2005 წელი - ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, ნებრასკას უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა, ფულბრაიტის უფროსმა სპეციალისტმა ბევერლი მერიკმა 6 კვირიანი სალექციო და სასემინარო ციკლი ჩაატარა მასობრივ კომუნაკაციაში.

 

2005 წელი - ხელშეკრულება გაფორმდა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯთან (დიდი ბრიტანეთი).

 

2005-2006 წელი - უნივერსიტეტში განხორციელდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი „ადამიანის უფლებათა სფეროში სტუდენტი-ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლების პროგრამა”.

 

2006 წელი - უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღო ნიუვალდეგის ინსტიტუტის (ავსტრია) მიერ ჩატარებულ კონფერენციაში „კულტურის საფუძვლები“. პროექტი დაფინანსდა ნიუვალდეგის ინსტიტუტის მიერ.

 

2006 წელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაქვეყნა ალექსანდე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის (გერმანია) პუბლიკაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შესულია World List of Universities-ში (მსოფლიო უნივერსიტეტების კატალოგი) და აღიარებულია გერმანიაში.

 

2006 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში განხორციელდა ანაპოლისში მდებარე St. John`s-ის კოლეჯის (აშშ) პროგრამაზე დაფუძნებული მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სასწავლო პროგრამა.

 

2007 წელი - ხელშეკრულება დაიდო ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რის საფუძველზეც განხორციელება დაიწყო ქართულ-ბრიტანულ-უნგრულმა პროგრამამ.

 

2008 წელი - დაიდო ხელშეკრულება ბუკოვინას სახელმწიფო ფინანსურ აკადემიასთან (უკრაინა).

 

2008 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ანაპოლისის St. John`s-ის კოლეჯისა (აშშ) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული “ახალი გელათის” აკადემიის ერთობლივი სემინარები. პროექტი დაფინანსდა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის “OLEG” (საქართველოში ლიბერალური განათლების მხარდაჭერის ორგანიზაცია) მიერ.

 

2008 წელი - ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლასთან (უნგრეთი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა ერთწლიანი კურსი გაიარა აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში.

 

2008 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახდა ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) სრული წევრი.

 

2008 წელი - დაიდო პარტნიორული ხელშეკრულება საერთაშორისო ორგანიზაციასთან STUDDEX.

 

2008 წელი - უნივერსიტეტის აკადემიური სტანდარტებისა და ხარისხის მართვის ცენტრის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო აშშ კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში “ღია სამყარო - 2008”, რომელიც ჩატარდა ჯორჯიის შტატში (აშშ).

 

2009 წელი - ინგლისური ენის სპეციალისტმა ჯენიფერ ჰერინმა (აშშ) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარებისათვის სემინარები ჩაატარა. პროექტი დაფინანსდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

 

2009 წელი - განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და სენტ ჯონსის კოლეჯის (აშშ) ერთობლივი სასწავლო საზაფხულო პროგრამა „ათენი და იერუსალიმი“. პროექტი დაფინანსდა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის “OLEG” (საქართველოში ლიბერალური გნათლების მხარდაჭერის ორგანიზაცია)” მიერ.

 

2009 წელი - ბერლინის თავისუფალმა უნივერსიტეტმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან ერთობლივად თბილისსა და ბაკურიანში ჩაატარა საერთაშორისო სემინარი - კონფლიქტების სიმულაცია კავკასიის რეგიონში. პროექტი განხორციელდა გერმანიის აკადემიის გაცვლითი სამსახურის (DAAD) ფინანსური მხარდაჭერით.

 

2009 წელი - ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლასთან (უნგრეთი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა ერთწლიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში.

 

2009 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა I საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი“.

 

2009 წელი - უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმში.

 

2009 წელი - გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი შჩეცინის უნივერსიტეტთან (პოლონეთი).

 

2009 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შევიდა Ullbe - მსოფლიოს უნივერსიტეტებისა და კოლეჯების კატალოგში. http://www.ullbe.com/index.php?tbl=univ&act=search

 

2009 წელი - უნივერსიტეტში განხორციელდა USAID-ის პროექტი „ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობის გაუმჯობესება“ (ECI).

 

2009 წელი - დაიდო ხელშეკრულება აისეკის (AIESEC) საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

 

2009 წელი - დაიდო ხელშეკრულება ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან (გერმანია).

 

2009 წელი - ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან (გერმანია) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის ორმა სტუდენტმა სწავლების ერთსემესტრიანი კურსი გაიარა აღნიშნულ უნივერსიტეტში.

 

2009 წელი - დაიდო ხელშეკრულება სკრენტონის უნივერსიტეტთან (აშშ).

 

2009 წელი - ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა მონაწილეობა მიიღო USAID-ის მიერ ორგანიზებულ და დაფინანსებულ ვორქშოფში, რომელიც ჩატარდა ვისკონსინის უნივერსიტეტში (აშშ).

 

2009 წელი - ხელშეკრულება გაფორმდა ჰოუვ კოლეჯთან (დიდი ბრიტანეთი).

 

2009 წელი - უნივერსიტეტში განხორციელდა ლიბერალურ-ამერიკული პროგრამა, რომელიც ანალოგია “ლიბერალურ ხელოვნებათა ბაკალავრის აკადემიური პროგრამისა“.

 

2009 წელი - აშშ საელჩოში ჩატარდა საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “ფედერალისტები“ პრეზენტაცია.