სამსახურის შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამსახურის შესახებ

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

 

ისტორია

 

2001 წლის სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს სინამდვილეში პირველად, შეიქმნა აკადემიური ხარისხის მართვის ცენტრი. ნიშანდობლივია, რომ 2005 წელს მიღებული კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, უმაღლეს სასწავლებლებში მოითხოვს ასეთი სამსახურების ჩამოყალიბებას.

 

აღნიშნული ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის TEMPUS TACIS – ის პროექტის ფარგლებში, რომელიც ჩვენ უნივერსიტეტში განხორციელდა პარტნიორი ნოტინჰემის ტრენტისა და ლუნდის უნივერსიტეტების დახმარებით.

 

ცენტრმა უდიდესი მუშაობა გასწია კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების (ECTS), სწავლა/სწავლებისა და შეფასების ევროპული სისტემის დანერგვისათვის, რისთვისაც უნივერსიტეტი მადლობას უხდის პარტნიორ უნივერსიტეტებსა და პროექტის ყველა მონაწილეს: ბატონ კოლინ ლავს, ქალბატონ ჯეკი სტივენსს, ბატონ იან ჰელბერგს, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ბატონ ტრევორ კარტრეჯს, რომელიც უშუალოდ მონაწილებდა აკადემიური პროგრამებისა და შეფასების სისტემის ფორმირებაში.

 

2005 წლიდან ცენტრს შეეცვალა სახელი და იწოდება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურად.

 

მიზანი და უფლებამოსილება

 

სამსახურის ძირითადი მიზანია შეიმუშაოს აკადემიური სტანდარტები, დანერგოს და აწარმოოს მონიტორინგი მის განხორციელებაზე.

 

აქედან გამომდინარე:

  • სამსახური წარმართავს მუშაობას აკადემიური პროგრამების შექმნის, დახვეწისა და მაღალეფექტურობის მისაღწევად;
  • ორგანიზაციას უწევს მასწავლებელთა გამოცდილებების შესწავლას, განზოგადებას და გავრცელებას;
  • სწავლა სწავლების ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას;
  • ხელს უწყობს პროფესორ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას;
  • აანალიზებს სტუდენტთა განვითარებას და ხელს უწყობს მათი მხარდაჭერისთვის საჭირო სტრუქტურის განვითარებას

 

სამსახურს ჰყავს ექსპერტები, რომლებიც უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და დაინტერესებულ პირებს უწევენ საჭირო კონსულტაციებს.