მთავარი

მთავარი

მნიშვნელოვანი პროექტი: ინსტიტუტის ეგიდით გამოიცემა პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი "ქართული ემიგრაცია". (რედაქტორი – პროფესორი ოთარ ჯანელიძე). ეს გახლავთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და გიორგი მაჩაბლის ფონდის ერთობლივი პროექტი. ჟურნალს აქვს რუბრიკები: „ქართული ემიგრაციის ისტორია“; „ქართული ემიგ¬რაციის გეოგრაფია“; „ქართველ ემიგრანტთა ნაშრომები“; „ქართველ ემიგრანტთა მოგონებები“; „ახალი წიგნები ქართულ ემიგრაციაზე“; „ქრონიკა“.

 

ინსტიტუტის დაარსების დღიდან

 

მნიშვნელოვანი პროექტი: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის კვლევითი ინსტიტუტის წევრები აქტიურ მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის შესაბამის კომისიებსა და სამთავრობი აპატარებში. მათ შორის: პაატა ნაცვლიშვილი, რუსუდან დაუშვილი, რუსუდან კობახიძე.

 

ინსტიტუტის დაარსების დღიდან

 

მნიშვნელოვანი პროექტი: „მოგზაურობა 300 წლის შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის ნაკვალევზე“. პროექტი, რომელიც დაფინანსებულია გრუნის მიერ, ითვალისწინებს საქართველოს ევროპული ორიენტაციის ისტორიულ დასაბუთებას დღევანდელობის ფონზე. პროექტში მონაწილეობას იღებენ ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები, საქართველოს საელჩოები უცხოეთში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები. პროექტის ფარგლებში მეტად მნიშვნელობაში შეხვდრები გაიმართა გენუაში, წმინდა გიორგის დარბაზში, სულხან-საბა ორბელიანის ტანძიის მუზეუმში, შედგა შეხვედრა რომის პაპ ფრანცისკესთან. ამ პროექტს მიეძღვნა არაერთი პუბლიკაცია, პრეზენტაცია, შეხვედრა-დისკუსია, გაიმართა სპეციალური გამოფენა ქალაქ თბილისის საკრებულოში.

2014 წლიდან დღემდე