იტვირთება...
საჯარო ლექცია „ჩინეთის მწვანე ეკონომიკა და ტექნოლოგიები 21-ე საუკუნეში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია „ჩინეთის მწვანე ეკონომიკა და ტექნოლოგიები 21-ე საუკუნეში


2025 წლის პირველ მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია „ჩინეთის მწვანე ეკონომიკა და ტექნოლოგიები 21-ე საუკუნეში".

 

ლექციას უძღვებოდა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, სინოლოგი, თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - ალექსანდრა ლატარია.

 

ლექციაზე განიხილეს: ჩინეთის როლი გლობალურ მწვანე ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ განვითარებაში, ჭკვიანი ქალაქები და ტექნოლოგიები, ეკოტექნოლოგიები და მდგრადი განვითარება, ციფრული ტექნოლოგიების როლი ნარჩენების მართვასა და ურბანული დაგეგმარებაში და სხვა.

 

ლექციის დასასრულს სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია ჩინეთის გაცვლითი პროგრამებისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ.

 

დეტალური ინფორმაცია ჩინეთის გაცვლითი პროგრამებისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ იხილეთ აქ.

 

ლექცია ჩატარდა მდგრადი განვითარების ცენტრის ორგანიზებით.