პროგრამა Erasmus+-ის ფარგლებში ცხადდება სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია).
პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, ასევე, უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე. სტუდენტებისთვის დამატებით მოთხოვნად განისაზღვრება მაღალი აკადემიური მოსწრება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვმართოთ მეილზე: international@gruni.edu.ge

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI