2026 წლის 17-19 ნოემბერს თურქეთში, სტამბულში, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით, გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია Going Global, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდა გრუნის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.
კონფერენცია უმაღლესი და პროფესიული განათლების ლიდერებისთვის იყო განკუთვნილი და განიხილავდა საკითხს: „მომავალზე ორიენტირებული უმაღლესი განათლება“.
კონფერენციაზე თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის მინისტრებმა და უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა, პოლიტიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების მდგრადობის, ხარისხის უზრუნველყოფის, კვლევების განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციის, სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის, პროფესიული განათლებისა და საერთაშორისო პარტნიორობის შესახებ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ახალი თანამშრომლობის ფორმირებასა და გლობალური გამოწვევების ფონზე რეგიონის განათლების სისტემების გაძლიერებას.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა